მკერდით მომარიაჟე ქართველ არტისტებს თეონა კონტრიძემ ''გადაუჯოკრა''

მკერდით მომარიაჟე ქართველ არტისტებს თეონა კონტრიძემ ''გადაუჯოკრა''

თეონა კონტრიძემ ''ნანუკას შოუს'' ბოლო გადაცემით კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი და როგორც ყოველთვის, ისევ სკანდალურად. ამჯერად თეონა ქართველი ''მკერდით მომარიაჟე'' არტისტების რიცხვს შეუერთდა და შეიძლება ითქვას, ''გადაუჯოკრა'' კიდეც. გადაცემის განმავლობაში ხალხს შიგადაშიგ სულაც ავიწყდებოდა, რომ მუსიკას უსმენდა, იმდენად ფარავდა ყველაფერს თეონა კონტრიძის მეტისმეტად გულამოღებული კაბა და იქიდან გამოჩენილი მეტისმეტად სავსე მკერდი.

თეონა ყოველთვის გამოირჩეოდა თამამი ნაბიჯებით, გამონათქვამებით, ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ მისთვის არ არსებობს საზღვრები, ბარიერები, საზოგადოებრივი ნორმები. უდავოდ ნიჭიერი ქართველი გოგონა, რომელიც ერთ დღესაც რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ, იქაც ახერხებდა ხალხის გაოცებას გულახდილი ინტერვიუებითა თუ ეპატაჟური ნაბიჯებით.

''თბილისში დავიბადე სუპერმუსიკალურ ოჯახში, - იხსენებს თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში, - სიარული, ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. საბავშვო ბაღში ნამდვილი პრიმა ვიყავი, მერე - ანსამბლ ''მზიურში''. სოლოკარიერის დაწყება კი სოსო პავლიაშვილმა შთამაგონა, რომელმაც მაჩუქა შესანიშნავი კომპოზიცია. ის დღემდე ჩემი სავიზიტო ბარათია.

მერე იყო გნესინების სახელობის სასწავლებელი, სოლო საკონცერტო მოღვაწეობა მოსკოვის კლუბებში, გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებში, ვოკალური მასტერ-კლასები, რომლებსაც სახლში ვატარებ. განსაკუთრებით წარმატებული იყო მუსიკალური პროექტი ''მეტრო'', რომელმაც სათავე დაუდო ჩემს ვარსკვლავურ გზას. თავი მიმაჩნია ძალიან მაგარ სოულმომღერლად სამყაროს თეთრკანიან მოსახლეობაში, რასაც ამყარებს თვით გლორია გეინერის საქებარი სიტყვები''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება