ლიამ ჰემსვორტი და ნინა დობრევი ერთმანეთს ხვდებიან?

ლიამ ჰემსვორტი და ნინა დობრევი ერთმანეთს ხვდებიან?

მომღერალ მაილი საირუსის ყოფილი საქმრო, მსახიობი ლიამ ჰემსვორტი და პოპულარული ტელესერიალის, "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი ნინა დობრევი ზედმეტად პიკანტურ სიტუაციაში გამოიჭირეს.

მსახიობების გულშემატკივრებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდება და მალე ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავური რომანი გაჩაღდება. ნინა და ლიამი ატლანტაში მდებარე ბარში შენიშნეს, სადაც თვითმხილველების თქმით, ნამდვილი ფლირტი ჰქონდათ გაჩაღებული. ბარში გართობის შემდეგ ლიამმა ნინას გამოსამშვიდობებლად ვნებიანადაც აკოცა.

შეგახსენებთ, ლიამის მსგავსად, ნინაც მარტოა - ის და მსახიობი იან სომერჰალდერი 3 წლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ.

მომზადებულია celebuzz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება