დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი

დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი

''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ ''რუსთავი 2''-მა ამჯერად მუსიკალური კონკურსებიდან ''X ფაქტორზე'' შეაჩერა არჩევანი. რამდენიმე კვირის წინ დაანონსებულ კასტინგებზე უამრავი ადამიანი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა სეზონზე მინიმუმ ერთი მუსიკალური პროექტი მაინც გადის, როგორც ჩანს, პატარა ქვეყანაში ნიჭი არ ილევა.

შოუ ბრიტანულია და წლების განმავლობაში რეიტინგს არ კარგავს.

პროექტის წესები სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებულია. ჟიური ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი, კასტინგების მიხედვით, საკუთარ ჯგუფს აკომპლექტებს და გამარჯვებისთვის თავადაც იბრძვის. ფინალში ჟიურის ერთ წევრს ერთი მონაწილე დარჩება.

''ახალი ხმისგან'' შოუ იმით განსხვავდება, რომ ჟიურის გუნდები ერთმანეთისგან გამოირჩევა. ჟიურის ერთ წევრს შესაძლოა, გუნდში მხოლოდ გოგონები ჰყავდეს, მეორეს - ბიჭები, მესამეს მუსიკალური ჯგუფები, მეოთხეს - დუეტები, თუმცა რა და როგორ იქნება ქართულ ''X ფაქტორში'', ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან პროექტის ხელმძღვანელები ყველა დეტალს მკაცრად ასაიდუმლოებენ.

რადგან შეჯიბრება ერთგვარად ჟიურის წევრებს შორისაც მიმდინარეობს, ფაქტია, რომ სკანდალებს ვერ ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, უცხოურ ანალოგებში მსგავსი ფაქტი ხშირია.

საქართველოში მუსიკალური კონკურსები ყველაზე რეიტინგულია, მით უმეტეს, თუ კარგად არის გაკეთებული. შოუს გამორჩეულ ხიბლს ჟიურის წევრებიც მატებენ, ამიტომ ხალხს ძალიან აინტერესებს, ვინ იქნებიან ქართული ''X ფაქტორის'' ჟიურიში. თანაც, ''რუსთავი 2''-ს ამ მხრივ ფანტაზია არასდროს ღალატობს.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი მუსიკოსი დათო ფორჩხიძე იქნება. დათო მაყურებელს თავისი გულწრფელობისა და, გარკვეულწილად, კარგი მსახიობური ნიჭის გამოც ძალიან უყვარს, მან ''ახალი ხმის'' სამი სეზონი მოიგო და რასაკვირველია, ეს არა მხოლოდ მისი კონკურსანტების, არამედ თავად მწვრთნელის დიდი დამსახურებაც არის.

დათოს კარგი შოუს გაკეთება შეუძლია, ამიტომაც არ გაგვკვირვებია, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად ნახა ''რუსთავი 2''-ში მისული დათო ფორჩხიძე, რომელიც ტელეფონით რაღაც კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა.

ინფორმაცია დათოსთან გადავამოწმეთ.

- დათო, საინტერესო სიახლე გავიგეთ თქვენ შესახებ. პირველ რიგში, გკითხავთ, ჩვენი ინფორმაციით, ''ახალი ხმის'' ახალ სეზონზე პროექტში აღარ იქნებით.

- არ ვიცი, ზუსტად... ვინ გითხრათ?

- როგორც შევიტყვეთ, მაყურებელი ''X ფაქტორის'' ჟიურიში გიხილავთ.

- არ ვიცი, პირველად თქვენგან ვიგებ. ჭორის დონეზე ვიცი ეგ ამბავი. ჩემთვის ნამდვილად არავის დაურეკავს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება