მიშა მშვილდაძის მიერ დაწუნებული ლამაზი როკერი სცენას დაუბრუნდა...

მიშა მშვილდაძის მიერ დაწუნებული ლამაზი როკერი სცენას დაუბრუნდა...

იკა ქიმერიძე მაყურებელმა "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. სცენაზე გამოჩენილი პატარა, ლამაზი ბიჭი მალე გაქრა, მაგრამ სცენას ისევ დაუბრუნდა. ამჯერად დღე და ღამე სტუდიაშია შეკეტილი და რობერტა ფლეკის სიმღერას წერს.

- საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ ერთი პერიოდი სიმღერას დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი, რადგან აბიტურიენტი ვიყავი და სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, თუმცა მუსიკას არასდროს დავშორებივარ, ის ყოველთვის ჩემში იყო და მის გარეშე არც ერთ დღეს არ ჩაუვლია. ამ კონკურსმა დიდი სცენისა და ეკრანის ერთგვარი კომპლექსი მომიხსნა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის იმ სცენაზე დგომა, სადაც ამხელა მუსიკოსები და არტისტები მოღვაწეობენ. ახლა პირველ კურსზე ვსწავლობ და მუსიკას ისევ დავუბრუნდი, შეიძლება ითქვას, ჩემი საყვარელი საქმით ვცხოვრობ, ვხატავ, ვძერწავ და რამდენიმე სიმღერაც დავწერე. ხშირად სიმღერა მიჩვენებს, რა დავხატო და ნახატს კი პი-რიქით, ისეთ ემოციებამდე მივყავარ, რომ სიმღერას მაწყებინებს. ზოგადად ხელოვნების ფერები უკიდეგანოა, არც საწყისი აქვს და არც ბოლო. ალბომზე მუშაობა დავიწყე. უცხოური სიმღერების "ქავერ" ვერსიებსაც ჩავწერ, მაგრამ უფრო მეტად მინდა, საკუთარი სიმღერები შევთავაზო მსმენელს.

- იკა, პროდიუსერი თუ გყავს?

- დიახ, ის ოჯახის ახლო მეგობარია. ვგეგმავთ, გაზაფხულზე კლიპი გადავიღოთ საკუთარ სიმღერაზე. ზაფხულის დასაწყისში ვიდეორგოლს მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება