ია ფარულავა ქმარმა მიატოვა - ვისთან ერთად გეგმავდა მსახიობი ქმრის მოშორებას

ია ფარულავა ქმარმა მიატოვა - ვისთან ერთად გეგმავდა მსახიობი ქმრის მოშორებას

ია ფარულავას ურთიერთობა მეუღლესთან, ტარიელ სუართან უკიდურესად დაიძაბა. ახლახან ტარიელ სუარმა სოციალური ქსელით წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ის ნათელს ჰფენს მეუღლესთან დაძაბულ ურთიერთობას. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისათვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს, ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა. რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე, და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის) სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო ( რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე. იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ.

მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან (რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი იმდენად ვერ იმახსოვრებს, რომ დაცინვით ტარიელის მაგივრად დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, (რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს)) იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა. მაგრამ რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონამორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს ( პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებულ დედოფლის ) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავანტყოფი და ეშმაკეული ადამიანისაგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება. ერთადერთი მიზეზი რა მიზეზითაც მიჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი".

იხილეთ ასევე: "ჩემი კატა ტარიელის გიტარის ჩასადებში აფსამდა" - ია ფარულავა და ტარიელ სუარი დაძაბულ ურთიერთობაზე

იხილეთ ფოტოგალერა

ია ფარულავას ყოფილები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება