თბილისში "ბუდა-ბარი" გაიხსნა

თბილისში "ბუდა-ბარი" გაიხსნა

თბილისში, რიყეზე "ბუდა-ბარი" გაიხსნა. 1 400 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებული ბარი სამასი ადამიანის მიღებას შეძლებს.

ბარის მარკეტინგის მენეჯერის, ნათია წულეისკირის ინფორმაციით, "ბუდა-ბარი" კლიენტებს აზიურ და ევროპულ სამზარეულოს შეთავაზებს. ფასები კი, როგორც წულეისკირი ამბობს, საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე იქნება მორგებული.

სპეციალურად თბილისური "ბუდა-ბარისთვის" საფრანგეთიდან ბუდას ქანდაკება ჩამოიტანეს, რომელიც ბარის ცენტრშია განთავსებული.

"ბუდა-ბარი" მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია. ცნობილ ბრენდს არაფერი აქვს საერთო ბუდიზმთან, გარდა იმისა, რომ ამ ბრენდის რესტორნებში ბუდას დიდი ზომის დეკორატიული ქანდაკება დგას", - აცხადებს წულეისკირი.

თბილისური "ბუდა-ბარი" სტუმრებს ყოველ დღე, საღამოს 7 საათიდან მიიღებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა