თბილისურ "ბუდა ბარში" კლიენტების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. როგორც ბარის წარმომადგენელი ნათია წულეისკირი ამბობს, მოთხოვნამ დაგეგმილს გადააჭარბა.
"ბარი 10 დღის წინ გაიხსნა და მომხარებლის რაოდენობა ყოვლდღიურად იზრდება. ამ დროისთვის კი სტუმრების მიღებას მხოლოდ დაჯავშნის შემთხვევაში ვახერხებთ", - აცხადებს წულეისკირი.
"ბუდა ბარი" თბილისში 29 მარტს გაიხსნა. ბარში აზიურ სამზარეულოსთან ერთად ევროპული კერძებიც არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასებს, ისინი, საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე არის გათვლილი, კერძოდ, საოჯახო მენიუს შეკვეთის შემთხვევაში ერთი ადამიანი 45 ლარი ჯდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9