სამშენებლო კომპანია "მგზავრებმა" მეექვსე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

სამშენებლო კომპანია "მგზავრებმა" მეექვსე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

სამშენებლო კომპანია "მგზავრებმა" მეექვსე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელის, დავით ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმრო ბაკურიანში შენდება. ოთხსართულიან შენობაში სტანდარტული და ლუქს-ნომრები, საბავშვო გასართობი ცენტრი, კაფე-რესტორანი, კინოს დარბაზი, ბილიარდის ოთახი და აუზი განთავსდება. მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

კომპანია "მგზავრები" სხვა პროექტების მსგავსად, ბაკურიანის ახალ სასტუმროში ნომრებს გაყიდის. მინიმალური ერთოთახიანი ნომრის ფასი 17 600 დოლარიდან იწყება. კომპანია მომხარებელს შიდა და ბანკის განვადებასაც სთავაზობს. ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სახლის ღირებულების 30%-ს გადაიხდის, 70%-ს "ვითიბი ბანიკი" დაფარავს. სეხი 10 წლის ვადით გაიცემა.

კომპანია "მგზავრები" ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და 4 მოქმედი და 2 მშენებარე სასტუმროს მფლობელია. რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა