ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა

ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა

ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა. "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "სბ უძრავი ქონება" საცხოვრებელ კომპლექსს თამარაშვილის ქ. N13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან აშენებს.

"ნებისმიერი ბინის პროექტში მფლობელს საშუალება ეძლევა შეიტანოს შესწორება და საკუთარი მოთხოვნის მიხედვით - გააერთიანოს ბინები, შეცვალოს განლაგება და იყიდოს ზუსტად იმ ფართის ბინა, რაც სჭირდება. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს პირადაპირ შევიდეს და იცხოვროს საკუთარ ბინაში. რემონტის შესრულებისას გავითვალისწინებთ ბინის მფლობელის გემოვნებას", - განმარტავენ კომპანიაში.

მათი თქმით, "ბინის შესაძენად, მსურველს შეუძლია ისარგებლოს როგორც "საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხით, ასევე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 35%-ს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება. შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თანხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

"M2 იპოდრომთან" კომპანია "სბ უძრავი ქონების" მეორე პროექტია. კომპანიამ უკვე განახორციელა ერთი მსხვილი პროექტი - თანამედროვე დიზაინის ახალი საცხოვრებელი სახლი თბილისის კოლორიტულ უბანში, ჩუბინაშვილის ქუჩა N68-ში, რომლის მშენებლობა 2012 წლის აგვისტოში დასრულდება. რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა