''ივროშე'' საქართველოში ქსელის გაფართოებას განაგრძობს

''ივროშე'' საქართველოში ქსელის გაფართოებას განაგრძობს

''ივროშე'' საქართველოში ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ თბილისში ორი ახალი მაღაზია რუსთაველის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე ("გუდვილში") გახსნა.

''მთავარ სიახლეს ფილიალების კონცეფცია წარმოადგენს. ახალი დიზაინი და ავეჯი მომხმარებელს მეტ კომფორტს შეუქმნის", - განმარტავენ კომპანიაში.

ამასთან ''ივროშემ" ტანისა და თმის მოვლის სერიებში რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. უახლოეს მომავალში კი ქსელში საზახულო ''შხაპის გელი" შემოვა. საუბარი შეეხება სეზონურ პროდუქციაზე, რომელიც ეგზოტიკური ხილის არომატებით გამოირჩევა.

"ივროშე" საფრანგეთში 1959 წელს შეიქმნა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში კომპანია 6 მაღაზიას ფლობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა