ბანკმა "რესპუბლიკამ" ახალი ფილიალი გახსნა

ბანკმა "რესპუბლიკამ" ახალი ფილიალი გახსნა

ბანკმა "რესპუბლიკამ" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქ.#10-ში ახალ ფილიალი გახსნა. მოწვეულ სტუმრებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა და საფილიალო ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა, მაია სიჭინავამ საბანკო სიახლეები და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგია გააცნეს.

ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი", როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური ორგანიზაცია, თანაბარ ძალისხმევას უთმობს, როგორც მიკრო და საშუალო, ისე აგრო ბიზნესის კუთხით სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. ახალციხეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ მიკრო და საშუალო, ისე აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა ქალაქში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ. ახალი სერვისცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" კორპორაციული სტრატეგიის თანახმად, სტაბილური განვითარების საფუძველი კლიენტებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განმტკიცებაა.

"ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს, წარმოვუდგენთ ახალ ფილიალს ახალციხეში, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. ახალციხე ფილიალისთვის სწორედ მათთვის მაქსიმალურად მოსახერსებელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად შევარჩიეთ. სამცხე-ჯავახეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ მოხარულნი ვართ, ჩვენი მომსახურებით ხელი შევუწყოთ ახალციხეში ბიზნესაქტივობის გაზრდას",-განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" საფილიალო ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა მაია სიჭინავამ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა