Samsung-ის პირველ ოფიციალურ ბრენდშოპში საახალწლო აქციები გამოცხადდა

Samsung-ის პირველ ოფიციალურ ბრენდშოპში საახალწლო აქციები გამოცხადდა

კომპანია Samsung-ის პირველ ოფიციალურ ბრენდშოპში საახალწლო აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გამოცხადდა.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებელი Samsung-ის უახლესი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, კომპანიისგან სხვადასხვა საჩუქრებს მიიღებს.

"Samsung-ი ერთგულ მომხმარებელს წამახალისებელ აქციებს სისტემატურად სთავაზობს. ამჯერადაც, წინასაახალწლო პერიოდში, სამსუნგის სმარტფონების, Galaxy Note 3-ის, Galaxy S4-ის და მსოფლიოში აღიარებული ფლაგმანი სმარტფონების შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად ერთწლიან მობილურ ინტერნეტს მიიღებს. რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად გამოცადოს Samsung-ის სმარტფონების შესაძლებლობები", - აცხადებს Samsung-ის მობილური და IT მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერი საქართველოში შოთა ლურსმანაშვილი.

Samsung-ის ბრენდშოპს, სპეციალური შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და საჩუქრები ტელევიზორების შესყიდვის მსურველებისთვისაც აქვს. "Samsung-ის ტექნოლოგიურად ინოვაციური ტელევიზორების შეძენისას, მომხმარებელს საჩუქრებთან ერთად კიდევ ერთ უპრეცედენტო აქციას ვთავაზობთ. ადამიანი, რომელიც ტელევიზორს ჩვენს მაღაზიაში შეიძენს, კავკასუს ონლაინის ტელევიზიის და ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს მესამედ ფასად მიიღებს",- განმარტავს შოთა ლურსმანაშვილი.

საქართველოში Samsung-ის პირველი ოფიციალური ბრენდშოპი აგვისტოში გაიხსნა და ის ჭავჭავაძის გამზირზე, N48-ში მდებარეობს. კომპანია Samsung-ი 1938 წელს შეიქმნა და დღეს ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა