"ტიფლის ვერანდა" სტუმრებს 31 დეკემბრის ღამეს განსაკუთრებულ საახალწლო ღონისძიებას სთავაზობს

"ტიფლის ვერანდა" სტუმრებს 31 დეკემბრის ღამეს განსაკუთრებულ საახალწლო ღონისძიებას სთავაზობს

ლაუნჯ-ბარი "ტიფლის ვერანდა" სტუმრებს 31 დეკემბრის ღამეს განსაკუთრებულ საახალწლო ღონისძიებას სპეციალური საახალწლო პროგრამით სთავაზობს.

"შეხვდით ახალ წელს საუკეთესო გარემოში მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად! დამატებით, მიიღეთ საჩუქრად დაუვიწყარი ღამე - ორადგილიანი ნომერი 4 ვარსკვლავიან სასტუმრო "ტიფლის პალასში". ლაუნჯ-ბარ "ტიფლის ვერანდას" გახსნასთან დაკავშირებით ახალი წლის ღამეს დაგეგმილია განსაკუთრებული ღონისძიება, სპეციალური საახალწლო პროგრამით, უგემრიელესი კერძების არჩევანით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საუკეთესო პანორამული ხედებით და უამრავი პრიზებით, როგორიცაა - რომანტიკული ვახშამი ვალენტინობის დღეს და ა.შ.

ამასთან, თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანზე გაიხსნა მაღალი კატეგორიის სასტუმრო "ტიფლის პალასი", რომლის განახლებასაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. სასტუმრო გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ნარიყალასა და მეტეხის ხიდზე, მეიდანსა და მდინარე მტკვარზე.

სასტუმრო "ტიფლის პალასს" მართავს საერთაშორისო კომპანია, რომლის მიზანია, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით სასტუმრო მომსახურების უმაღლესი დონის დანერგვა. ამ მიზნით, სპეციალურად უცხოეთიდან მაღალკვალიფიციური კადრები იქნა მოწვეული. გარდა "ტიფლის პალასისა", კომპანია საქართველოში რამდენიმე პროექტის განხორციელებას, მათ შორის ბათუმში 2014 წლის ზაფხულში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას გეგმავს.

სასტუმრო "ტიფლის პალასი" მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს - კომფორტულ ოთახებს აივნებითა და ულამაზესი ხედებით, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, სამ სხვადასხვა ტიპის ბარ-რესტორანს, მათ შორის თბილისელებისთვის კარგად ცნობილ ლაუნჯ-ბარ "ტიფლის ვერადას" სთავაზობს. ასევე იგეგმება სასტუმროში სპა და ფიტნეს ცენტრის გახსნაც.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა