ბაკურიანის საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასები წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა

ბაკურიანის საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასები წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა

ბაკურიანის საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასები წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა. საახალწლოდ ნომრის ფასები 50- დან 150- ლარამდე მერყეობს. შობას და ძველით ახალ წელს ღირებულება 10 -ლარით იკლებს.

"სასტუმრო გუჯის" ადმინისტრაციის ცნობით, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაკურიანში სასტუმროს ტიპის სახლების მომსახურება და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულია. მათივე თქმით, ფასები გაზრდილია 5-ლარით, რაც შიდა ხარჯების, სურსათის ფასების ზრდას უკავშირდება. თავად სასტუმრო "გუჯი" დამსავენებელს საახალწლოდ სპეციალურ პაკეტს სთვაზობს, რომელშიც სადღესასწაულო სუფრა და გასართობი პროგრამა შედის, ერთი დღე-ღამის ფასი 70 ლარია.

შეგახსენებთ, ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, წელს დამსვენებლებს ბაკურიანში ახალი სასტუმროები მოქმედი საბაგირო და ხელმისაწვდომი ფასები დახვდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა