flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება

flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება

flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 2014 წელს 2 იანვრიდან 2 თებერვლამდე დუბაიში ჩატარდება.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, თბილისიდან სამი საათის ფრენის მანძილზე დუბაი საშუალებას აძლევს ქართველ მგზავრებს, შეხვდნენ ახალ წელს აღმოსავლეთის ულამაზეს ქალაქ დუბაიში.

"1996 წლიდან მოყოლებული დუბაის "შოფინგ ფესტივალი" შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს განსაკუთრებულ შემოთავაზებებს, ფასდაკლებებს, ფეშენ შოუებს, გამოფენებს და სპეციალურ ღონისძიებებს მთელი ოჯახისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა დუბაის მსოფლიო თასი, ღონისძიებები გლობალ ვილიჯში და კარნავალი, რომელიც შოუს განმავლობაში დუბაის სხვადასხვა მოლში მთელი ქალაქის მაშტაბით ეწყობა",- აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანია flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენები 2011 წელს დაიწყო და თავის მხრივ, პირველი გადამზიდავი გახდა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო. კომპანიამ ფრენების შესრულება ორი რეისით დაიწყო და ამ ეტაპზე კვირაში ოთხ რეისს ასრულებს. მხოლოდ მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლით (იანვარი-ნოემბერი) ავიკომპანიის მგზავრთა ნაკადი თბილისის მიმართულებით 35%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანიამ 44 ახალი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ავიაკომპანიებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო რეისების შესრულება;

flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს თვითმფრინავების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება;

ახალგაზრდა, სწრაფადმზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინტერნეტგვერდს- flydubai.com.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა