საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა. ახალი ნამცხვრის სახლი თბილისში გაიხსნა.

კომპანიის ცნობით, გაფართოვება ბაზრის და მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რადგან გახსნის დღიდან დღემდე, "აზატოს" გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნამცხვრის სახლი 25-მდე დესერტს, 20-მდე ტორტს და 10-მდე ორცხობილას აწარმოებს. დესერტების ღირებულება 1,5 ლარიდან, ხოლო ტორტების 14 ლარიდან იწყება. "აზატოს" ნამცხვრის სახლში მომხმარებლებს ბელგიური შოკოლადის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების შეძენაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ფილიალი დიღომში გახსნეს, ხოლო დღეის მდგომარეობით ქსელი დედაქალაქში 6 ობიექტით არის წარმოდგენილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა

flydubai ქართველ მგზავრებს დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე ეპატიჟება