"საბავშვო კარუსელი" საბოლოოდ გაორმაგდა

"საბავშვო კარუსელი" საბოლოოდ გაორმაგდა

ყოველკვირეული შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" სრულად გადავიდა გაორმაგებულ ფორმატზე. დღეიდან, 28 მარტიდან ყოველ პარასკევს ერთის მაგივრად ორი საბავშვო კარუსელი გამოვა - ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის. გაორმაგებული ნომრები უკვე გაყიდვაშია.

ჟურნალებში მასალები გოგონების და ბიჭების გემოვნების შესაბამისად გადანაწილდა. თემატურად შეირჩა საბავშვო კროსვორდები, სკანვორდები და რებუსები, თავსატეხები, სამაგიდო თამაშები, ასაწყობი სათამაშოები და სხვა შემეცნებით-გასართობი მასალები.

ნომრებშია ილუსტრირებული, გონების სავარჯიშო ტესტები, რომელიც პატარებს ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება, ასევე კალიგრაფიისთვის ხელის გასავარჯიშებელი დავალებები, გასაფერადებლები.

გოგონების "საბავშვო კარუსელთან" ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ "ძილის წინ საკითხავი ჯადოსნური ზღაპრები" სპეციალურ ფასად - 11 ლარის ნაცვლად 5 ლარად (ჟურნალთან ერთად 6 ლარი). გოგონები გაერთობიან მათთვის საინტერესო ამბებით, თავსატეხებით, იმისთვის, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვიოს, საჭიროა მშობლის მეთვალყურეობით, საკუთარი ხელით შექმნას რაიმე, ამაში კი ჟურნალში მოცემული აპლიკაცია და რუბრიკა "კოლექცია" დაეხმარება პატარებს.

რაც შეეხება "ბიჭების საბავშვო კარუსელს", მასთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი "ჟიფო; უგულო ხარ შენ, მგელო", ასევე სპეციალურ ფასად - 12 ლარის ნაცვლად 5 ლარად (ჟურნალთან ერთად 6 ლარი). ბიჭებს ჟურნალის ეს ნომერი ბოდიბილდინგზე, ნინძებზე, ილუზიონისტებსა და სენბერნარებზე. ბიჭებს შეუძლიათ, გააკეთონ ნინძას ნიღაბი, ამოხსნან კროსვორდები, თავსატეხები, წაიკითხონ ზღაპარი, შეაგროვონ ნინძების კოლექცია და მეგობრებთან ერთად სამაგიდო თამაშით გაერთონ.

ჟურნალების შეძენა შესაძლებელია წიგნების გარეშეც. ჟურნალის ფასია 1 ლარი.

"საბავშვო კარუსელი" გოგონებისა და ბიჭებისთვის ყოველ პარასკევს გამოვა!

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები