ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ

ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ

აპრილის ნომერში ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს. ჟურნალის რამდენიმე გვერდი ხელსაქმეს დაეთმო. თუ "ჰენდ მეიდი" გიზიდავთ, მაშინ ძალიან გაიმართლათ…თუ ჯერ არ გქონიათ შეხება ხელსაქმესთან, მაშინ თქვენთვისაც ვიპოვეთ გამოსავალი და ყველაფრის შესწავლას ჩვენთან ერთად დაიწყებთ.

დაწყება კი ნამდვილად ღირს, რადგან როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ხელსაქმე ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ქალური ჰორმონების დონეზე ახდენს ზეგავლენას. მგონი საკმარისი მიზეზია, რომ თავადაც სცადოთ.

"და ქალის" ახალ ნომერში ჩვენ დაგეხმარებით ისწვალოთ:

• როგორ დავამზადოთ დეკორატიული პანო სამზარეულოსთვის

• როგორ დავაძველოთ ჯინსი?

• რა შეიძლება გავაკეთოთ ძველი კლავიატურისგან

• როგორ მოვქარგოთ

ამ ყველაფერს ბევრ სასარგებლო რჩევასთან და თარგთან ერთად, ჩვენს ჩანართში იხილავთ.

უკვე საგრძნობლად დათბა და ცვლილებებს საჭირობს ჩვენი გარდერობი... არც ახლობლებთან ურთიერთობების გადახალისება გაწყენდათ...

როგორ გამოიყურება გაზაფხული-ზაფხულის მოდა მსოფლიოს წამყვან პოდიუმებზე?

როგორც ირკვევა, წელს ლურჯი, ცისფერი და ყვითელია მოდური. რაც შეეხება სტილს, ამჯერად რეტრო- 60-70-იანებს სტილი ყველაზე აქტუალურია…

მოდა მუდამ ფორმაში ყოფნას მოითხოვს, შესაბამისად ჟურნალში მოდურ დიეტას წაიკითხავთ.

თბილისი- ლამაზად "შეფუთული" ქალაქი

ამ ბლოგში ავტორის თამამ ნააზრევს იხილავთ - "თბილისი იმ ლამაზად შეფუთული თაობის სამშობლოა, რომელიც არასწორად მიმართული ენერგიით, ნიჭითა და ამბიციებით ბრჭყვიალებს", - ასე მიიჩნევს ავტორი.

თეა ინასარიძე კვლავ აგრძელებს მეტროში მოგზაურობას. ჩვენმა ჟურნალისტმა მიწისქვეშეთში ჩაღწევა ექსკლუზიურად მოახერხა და აგერ უკვე მეორე ნომერია ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიამბობს.

ჟურნალში დაგხვდებათ მასალები, რომლებიც გარეგნობაზე ზრუნვისას აუცილებლად გამოგადგებათ. ექიმ კოსმეტოლოგი ანა ბაკურაძე დეტალურად მოგიყვებათ როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენი კანის ტიპი და შემდეგ როგორ იზრუნოთ მის მოვლაზე.

თუკი მშობელი ხართ, თქვენს წინაში აუცილებლად დადგებოდა პრობლემა, როდესაც თქვენს მიერ დასჯილ ბავშვს ბებია ან ბაბუა ანებივრებს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში, აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

მოგეხსენებათ, საქართველოში თურქული სერილაების ბუმია... ერთია რასაც ეკრანზე ვუყურებთ და მეორე- როგორია სინამდვილე. ამჯერად დიდებული სულთნის დიდი სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც სერიალის სცენარისგან საკმაოდ განსხვავებულია.…

წარმატებულ და ფერად აპრილს გისურვებთ.

კეთილი სურვილებით თქვენი "და ქალი".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები