ეკა კვესიტაძე "რუსთავი 2''-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს

ეკა კვესიტაძე "რუსთავი 2''-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს

რამდენიმე კვირის წინ ხმა გავრცელდა, რომ ''პირველი არხიდან'' გამოშვებული ეკა კვესიტაძე ''რუსთავი 2''-ზე იწყებდა მუშაობას. თავიდან ამბობდნენ, რომ ''კურიერ პ.ს.''-ში დათო კიკალიშვილის თანაწამყვანი გახდებოდა.

იმასაც ამბობდნენ, რომ ნაციონალების მხარდამჭერების ერთ ტელევიზიაში თავმოყრა საშიში იქნებოდა ხელისუფლებისთვის და ''რუსთავი 2'' სერიოზულ იარაღად იქცეოდა.

როგორც ჩანს, ეკა კვესიტაძის ''პ.ს''-ის თანაწამყვანობის თემა განხილვის საგანი დიდხანს არ ყოფილა. ''პ.ს''-ის წამყვანი დათო კიკალიშვილი ჟურნალ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში დელიკატურად აღნიშნავდა, რომ ეს იდეა, მაინცდამაინც არ მოსწონდა.

''გამიხარდება თუ ეკა ''რუსთავი 2''-ში დაიწყებს მუშაობას, მაგრამ მას ყოველთვის ანალიტიკური გადაცემები მიჰყავდა და ''პ.ს''- ში ვერ წარმომიდგენიაო'', ამბობდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა უახლოეს მომავალში გავა ეთერში.

იხილეთ სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები