ქალ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი გო­გო­ნას სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა მო­ინ­დო­მეს

ქალ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი გო­გო­ნას სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა მო­ინ­დო­მეს

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხმა­ში" და­იწყო სამ­სა­ხუ­რი. მე­რე შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში და­აგ­რო­ვა, სა­დაც ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა. მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე გა­ზეთ­შიც, მაგ­რამ მე­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ჩა­მოს­ცილ­და. გან­საც­დელ­მა ეკ­ლე­სი­უ­რი გა­ხა­და და გა­ლო­ბაც ის­წავ­ლა...

დღეს­დღე­ო­ბით ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ნი­უს­რუ­მის ("ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი", "რა­დიო პა­ლიტ­რა", პა­ლიტ­რატვ.გე) აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტია და პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი ტაძ­რის მგა­ლო­ბე­ლიც.

- "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" 2006 წლი­დან ვმუ­შა­ობ. 2008 წელს ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში რა­დიო გა­იხ­ს­ნა, იქაც ჩა­ვერ­თე. მე­რე ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რატვ" შე­მოგ­ვე­მა­ტა. ტე­ლეს­პე­ცი­ფი­კა­საც და­ვე­უფ­ლე... ახ­ლა თვი­თონ ვი­ღებ კად­რებს და თვი­თონ­ვე ვაწყობ იქი­დან სი­უ­ჟეტს. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს და მა­ინ­ტერე­სებს. პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტის­თ­ვის კად­რე­ბი სომ­ხეთ­ში, მე­დი­ა­ტურ­ზე ყოფ­ნი­სას გა­და­ვი­ღე, სა­დაც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გა­ვემ­გ­ზავ­რეთ. ახ­ტა­ლის ტა­ძა­რი ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ძეგ­ლია, რო­მე­ლიც ტყე­შია აგე­ბუ­ლი. იქ სო­მე­ხი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი დაგ­ვ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც ლოც­ვას თა­ვი­ან­თი წე­სის მი­ხედ­ვით ატა­რებ­და. სა­მა­გი­ე­როდ, და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი მო­ნას­ტე­რი მო­უვ­ლე­ლი, გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და და­კე­ტი­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­და...

- და ქარ­თულ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბენ?

- კი, ასეა... ქარ­თ­ველ­თა საფ­ლა­ვებ­ზე გვითხ­რეს, სომ­ხე­ბის არი­სო. ბა­რა­თაშ­ვილს ბა­რა­თო­ვი ეწე­რა... არა­და, ქარ­თ­ველ­თა წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვ­ნენ იქ დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო ამის მოს­მე­ნა. ისე, ამ თე­მა­ზე სი­უ­ჟე­ტის გა­კე­თე­ბაც რთუ­ლი გახ­ლ­დათ: სა­ხელ­მ­წი­ფო­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც და რე­ლი­გი­უ­რი კუთხი­თაც. მოკ­ლედ, სი­უ­ჟე­ტი არც მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და არც - ტენ­დენ­ცი­უ­რი... იქ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტა­ძა­რი ვნა­ხეთ, ერთ-ერ­თ­ში (ქო­ბე­რი), სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვე­ნი ჯგუ­ფის ის­ტო­რი­კო­სი წევ­რი იქა­უ­რებს შე­ე­კა­მა­თა, - ამ ყვე­ლა­ფერს რომ აკე­თებთ, ვის­თან გაქვთ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ შე­თან­ხ­მე­ბის შემ­დეგ უნ­და და­გეწყო­თო... იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ფრეს­კე­ბია. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­ლის ფრეს­კამ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც გა­და­ვი­ღე კი­დეც... ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა მოგვიანებით ჩვე­ნი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­შიც მოხ­და, მაგ­რამ რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს - შე­ჩერ­და თუ არა იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღე ვერც მას მე­რე, რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს დე­ლე­გა­ცია იქი­დან დაბ­რუნ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­ლოც­ვა და სა­დაც მივ­დი­ვარ, ყველ­გან სი­უ­ჟე­ტის­თ­ვის კად­რებს ვი­ღებ. ვი­ყა­ვი ტაო-კლარ­ჯეთ­ში და კარ­გი მა­სა­ლა ჩა­მო­ვი­ტა­ნე... ზაფხულ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ის­ტო­რი­ულ ჰე­რეთ­ში გახ­ლ­დით, სა­დაც ქართულ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში მხო­ლოდ ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი მსახურებს. ეს ჩემ­თ­ვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რამ იყო...

- მრევ­ლი თუ ჰყავს?

- რა თქმა უნ­და, ჰყავს. კახში ისე­თი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ მა­თი ნახ­ვით გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ქარ­თუ­ლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­პა­რა­კო­ბენ. ვერც კი ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ასე­თი­ვე გან­ც­და მქონ­და სომ­ხეთ­შიც. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და­კარ­გა. ამ პრე­ის­ტო­რი­ებს ჩემს სი­უ­ჟე­ტებ­ში ვყვე­ბი ხოლ­მე, თუ რო­გორ მოხ­ვ­და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უცხო ქვეყ­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში. ჰე­რეთ­ში ტაძ­რე­ბი მო­ვი­ლო­ცეთ... იქ არის ქურ­მუ­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ბევ­რი მომ­ლოც­ვე­ლი ჰყავს. უც­ნა­უ­რი ის არის, რომ იქ მუს­ლი­მა­ნე­ბიც და­დი­ან. ისი­ნი ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ "ნატ­ვ­რის ხე­ზე" ფე­რად-ფე­რა­დი ქსო­ვი­ლე­ბის ნა­კუ­წებს აბა­მენ და სურ­ვი­ლებს უთ­ქ­ვა­მენ. ეს წარ­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია იქ ძა­ლი­ან მი­ღე­ბუ­ლია... გიდ­მა გვითხ­რა, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­შე­მო სულ მუ­ხე­ბია და ამ ხეს იქ რო­გორც სა­კულ­ტოს, ისე გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ტაძ­არ­ში რომ შე­ვე­დით, მუს­ლი­მა­ნე­ბიც შე­მოგ­ვ­ყ­ვ­ნენ და სან­თ­ლე­ბის ან­თე­ბა­ზე ნე­ბარ­თ­ვა გვთხოვეს. რწმე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი გა­ო­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ...

- ამ ად­გი­ლებ­ში სამ­სა­ხუ­რი გაგ­ზავ­ნის?

- ყოველთვის არა. ეკ­ლე­სი­ი­დან მე­გობ­რე­ბი მივ­დი­ვართ ხოლ­მე, მე მა­მა და­ვით ქვლი­ვი­ძის მრევ­ლის წევ­რი ვარ (ვაშ­ლიჯ­ვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის ტა­ძა­რი) და ასე გვაქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე მო­ლოც­ვი­ლი. ასე და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და მო­ვი­ლო­ცეთ რა­ჭა... სა­ო­ცა­რი ენერ­გია მო­დის რე­გი­ონ­ში მყო­ფი მო­ხუ­ცე­ბის­გან, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის­გან. მათ­გან უდი­დეს სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ. ზოგ­ჯერ ფე­ხით კი­ლო­მეტ­რებს გავ­დი­ვართ... ახალ­ქა­ლაქ­ში ტუ­რი­ნის სუ­და­რის ას­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. იქ ერთ პა­ტა­რა ტა­ძარ­ში, მე­უ­ფე წი­რავ­და, იქ­ვე მუ­ზე­უ­მი იყო, სა­დაც ის სიწ­მინ­დე ინა­ხე­ბო­და. რა თქმა უნ­და, მის გა­და­სა­ღე­ბად კურ­თხე­ვა ავი­ღე... ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვით, სი­ნას მთა­ზეც, სა­დაც IX სა­უ­კუ­ნის ძვე­ლი ქარ­თუ­ლით და­წე­რი­ლი სა­ხა­რე­ბა ინა­ხე­ბა. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო. იქ­ვეა "შე­უწ­ვე­ლი მაყ­ვა­ლიც" ანუ ად­გი­ლი, სა­დაც მო­სეს უფა­ლი გა­მო­ეცხა­და (წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს ტაძ­რის გვერ­დით). ლოც­ვის შემ­დეგ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით ბეჭ­დე­ბი და ხა­ტე­ბი გვა­ჩუ­ქეს. კაიროში შევხვდით ალექ­სან­დ­რი­ის პატ­რი­არ­ქს - თე­ო­დო­რე II-ს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2008 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და. მან რამ­დე­ნი­მე სა­გა­ლო­ბ­ლის შეს­რუ­ლე­ბა გვთხო­ვა. ბო­ლოს "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" ვუმ­ღე­რეთ და ჩვენ­მა მოძღ­ვარ­მა, რო­მე­ლიც გვახ­ლ­და, ჩვენ­სა და პატ­რი­არქს შო­რის შუ­ა­მა­ვალ სა­სუ­ლი­ე­რო პირს უთხ­რა, - პატ­რი­არქს მრა­ვალ­ჟა­მი­ერ სი­ცოცხ­ლეს ვუ­სურ­ვებ­თო. თე­ო­დო­რე II-მ ეს რომ მო­ის­მი­ნა, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და ჯვა­რი გა­დაგ­ვ­სა­ხა. წა­მო­ი­შა­ლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც...

- მან იცო­და, რომ მგა­ლობ­ლე­ბი იყა­ვით?

- პატ­რი­არ­ქე­ბი ხომ ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის­ხ­მას კითხუ­ლო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ მიხ­ვ­და, რომ იმ დროს რეზიდენციაში ჩვე­ნი სა­ხით მგა­ლობ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ... ადა­მი­ა­ნებს არ უნ­დათ იმის და­ჯე­რე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფიქ­რებს კითხუ­ლო­ბენ, მაგ­რამ ეს ასეა. რომ გა­ი­გეს, ტაძ­რის მრევ­ლი ვი­ყა­ვით, ჩა­ი­სა და ყა­ვა­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს, ტკბი­ლე­უ­ლით გაგ­ვი­მას­პინ­ძ­ლ­დ­ნენ. ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც არის და ფო­ტოც. ბო­ლო დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასუ­რე­ლი მა­მე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე დავ­დი­ვართ... ხევ­სუ­რეთ­შიც გახ­ლ­დით, ერ­თი-ორი კოშ­კი ჩა­მო­ინ­გ­რა და მის აღ­დ­გე­ნა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. ღა­მე კარ­ვებ­სა და "მარ­შ­რუტ­კა­ში" გა­ვა­თე­ნეთ. შა­ტილ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვით და არ­დოტ­ზეც ავე­დით... ასეთ ად­გი­ლებს რომ ნა­ხუ­ლობ და მო­ი­ლო­ცავ, მე­რე სხვა თვა­ლით უყუ­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

- აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას სუ­ლი­ერ ღვაწლს უთავ­სებ. არ გი­ჭირს?

- ყო­ველ კვი­რა დღეს ტა­ძარ­ში უნ­და ვი­ყო, სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. ეს მე მჭირ­დე­ბა, სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ ძა­ლას მმა­ტებს. ხომ გითხა­რით, იქ თა­ვი­დან იმის გა­მო მი­ვე­დი, რომ მუხ­ლ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­მეწყო, სი­ა­რუ­ლი მი­ჭირ­და, გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის შე­დე­გად, ექი­მე­ბი დი­აგ­ნოზს ვერ მის­ვამ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბას მი­ტა­რებ­დ­ნენ, რა­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად გა­არ­თუ­ლა. ტა­ძარ­ში სკა­მით მი­ვე­დი, რად­გა­ნაც რო­გორც ვთქვი, დგო­მა მი­ჭირ­და.

- რო­გორ გა­ნი­კურ­ნე?

- ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რულ­მა და გა­ლო­ბამ გან­მ­კურ­ნა; მე­რე ბოდ­ბე­ში წმინ­და ნი­ნოს წყალ­ში ხში­რად ჩავ­დი­ო­დი და ახ­ლაც ჩავ­დი­ვარ, რაც გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და ფი­ზი­კუ­რად გა­მაძ­ლი­ე­რა. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, ვი­პო­ვო რა­ღაც სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ძა­ლა, მე­თო­დი, რომ არ ვი­ყო უიმე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­შიც ღმერ­თიც მეხ­მა­რე­ბა.

- რას ნიშ­ნავს შენ­თ­ვის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­შაო­ბა?

- აქ ცოდ­ნაც შე­ვი­ძი­ნე, მე­გობ­რე­ბიც. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ კომ­პა­ნი­ა­ში პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვიზარ­დე. რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ის­თ­ვის ვა­კე­თებ, ის რა­დი­ო­ვერ­სი­ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს. მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი რომ უნ­და გახ­ს­ნი­ლი­ყო, ამის შე­სა­ხებ 3 კვი­რით ად­რე, პირ­ვე­ლებ­მა ჩვენ ვთქვით. მა­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა ეს ამ­ბა­ვი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად ჩვენ გაგ­ვიმ­ხი­ლა. ეს რომ გა­ვი­გე, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, სა­უ­კუ­ნის მოვ­ლე­ნა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. მსგავ­სი რამ ჩვენ­ში არ მომ­ხ­და­რა... აქ­ვე მინ­და ვთქვა, რომ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­საც სა­ო­ცა­რი ძა­ლა და უნა­რი აქვს, ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­თ­ქ­მას მიხვდეს: ახ­ლა­ხან ებ­რა­ე­ლი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწ­ვივ­ნენ. სხვა­დას­ხ­ვა სა­სუ­ლი­ე­რო კონ­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ მას­თან სტუმ­რო­ბა. ამ­ჯე­რად რა­ბი­ნე­ბი ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. იმ შეხ­ვედ­რის გა­და­ღე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, პატ­რი­არ­ქი მის შექ­მ­ნილ სა­გა­ლო­ბელს უს­მენ­და. თავ­დახ­რი­ლი იყო და თვა­ლე­ბიც და­ხუ­ჭუ­ლი ჰქონ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, და­ვე­ნა­ხე, მე რას ვა­კე­თებ­დი. მან უეც­რად ჩე­მი კა­მე­რის­კენ მო­აბ­რუ­ნა თა­ვი და მზე­რა პირ­და­პირ მას­ზე შე­ა­ჩე­რა, უხერ­ხუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი და გა­და­ღე­ბა შევ­წყ­ვი­ტე. იმ დღეს კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მას ფიქ­რე­ბის გა­გე­ბა შე­უძ­ლია. აქვს უნა­რი ადა­მი­ანს მო­უს­მი­ნოს, ამი­ტო­მაც მი­დის მას­თან ამ­დე­ნი ხალ­ხი, - მის­გან მად­ლის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ. ზო­გი­ერთს ეს მის მი­მართ ფა­ნა­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჰგო­ნია, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქის ძა­ლას მარ­თ­ლა გრძნო­ბენ და მას­თან ამი­ტომ მი­დი­ან...

- ეკა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, საკ­რე­ბუ­ლო­შიც გი­წევს ხში­რად ვი­ზი­ტე­ბი და იქი­დან ნი­უ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბაც...

- იქ სი­ა­რულ­საც სხვა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი აქვს. იქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც კარ­გად ვფლობ და ყო­ველ­თ­ვის ვი­ცი, რაც ხდე­ბა. იმა­ვე საკ­რე­ბუ­ლო­დან ხში­რად გვქო­ნია ისე­თი თე­მე­ბი, რაც სხვა სა­ა­გენ­ტო­ებს ვერ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

- ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ცი, რომ ცო­ტა ხნის წინ, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა შე­გექ­მ­ნა ქარ­თ­ველ ფე­მი­ნის­ტებ­თან. რამ გა­მო­იწ­ვია ის და­ძა­ბუ­ლო­ბა?

- 8 მარტს ფე­მი­ნის­ტებ­მა აქ­ცია მო­აწყ­ვეს, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მა ქალ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა იყო. გა­ი­ა­რეს ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე; ის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ღე და ვი­დეო პა­ლიტ­რატვ.გე-ზე აიტ­ვირ­თა (ჩე­მი კო­მენ­ტა­რი იმ კად­რე­ბის­თ­ვის არ და­მირ­თავს). ვი­დე­ომ სა­ი­ტის ვი­ზი­ტო­რებ­ში უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს კო­მენ­ტა­რებ­შიც აისა­ხა. ფე­მი­ნის­ტე­ბის ერთ-ერ­თი ლო­ზუნ­გი იყო: "არც - მოძღ­ვა­რი და არც - ქმა­რი, თა­ვის ბედს წყვეტს თავად ქა­ლი". ამ ლო­ზუნ­გის მი­ხედ­ვით რე­დაქ­ტორ­მა ასე­თი სა­თა­უ­რი გა­ა­კე­თა - "არა მოძღ­ვა­რი და არა ქმა­რი". მგო­ნი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იყო. ეს ვი­დეო "ფე­ის­ბუ­კის" ჩემს პი­რად გვერ­დ­ზეც ავ­ტ­ვირ­თე, სა­ი­და­ნაც გავ­რ­ცელ­და და დი­დი დის­კუ­სია გა­უ­მარ­თავთ, მე არც ვი­ცო­დი: გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ თურ­მე ჩე­მი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის სა­კითხს, რომ ვარ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და ა.შ. მე­რე საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ჩემს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ითხოვ­დ­ნენ... არა­და, უც­ნა­უ­რია, ადა­მი­ა­ნე­ბი ქალ­თა შრო­მით უფ­ლე­ბებს იცავ­დ­ნენ, ეს იყო მა­თი მთავა­რი მოთხოვ­ნა და ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა უნდოდათ... მგო­ნი, მა­თი ასე­თი აზ­როვ­ნე­ბა დი­დი შე­უ­სა­ბა­მო­ბა იყო. მაგ­რამ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს" ფე­მი­ნის­ტებ­ზე გა­საც­ვ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი არ ჰყავს. ისი­ნი ჩე­მი აზ­რით, მა­ინც იმა­ზე გა­ღი­ზი­ან­დ­ნენ, რომ მათ აქ­ცი­ას ცუ­დი გა­მო­ხ­მაუ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა...

- დაბო­ლოს, რა არის შენ­თ­ვის მთა­ვა­რი?

- მთავ­არი ბევ­რი რამ არის, მაგ­რამ პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ალ­ბათ მა­ინც სწო­რად ცხოვ­რე­ბაა. რო­ცა ხარ მარ­თა­ლი და ობი­ექ­ტუ­რი, ეს ჟურ­ნა­ლის­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი და­საყ­რ­დე­ნია.

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები