"საქციელ დაკარგული ჟურნალისტი" - ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკა და ქილიკი ჟიჟილაშვილის ვიზუალზე

"საქციელ დაკარგული ჟურნალისტი" - ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკა და ქილიკი ჟიჟილაშვილის ვიზუალზე

14 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ცხრიანში" რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი იყო მიწვეული. ნინო ჟიჟილაშვილსა და მის რესპონდენტს შორის კითხვა-პასუხი ინტერვიუს დასაწყისიდანვე მწვავე დებატებში გადაიზარდა. საუბრის ძირითადი თემა არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ "მაესტროს" და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო.

დაძაბული საუბარი წამყვანსა და რესპოდენტს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელეწამყვანს უთხრა, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო ეთერი მისი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე.

ნინო ჟიჟილაშვილი ეროსი კიწმარიშვილზე არანაკლებ მწვავედ შეაფასა მისსავე კოლეგამ, "ტაბულას" ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც კრიტიკული პოსტი ჟიჟილაშვილის ვიზუალზე ქილიკით დაიწყო, შემდეგ კი ეთერში "ცირკის მოწყობის" გამო გააკრიტიკა.

Facebook/ თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"ასე გამოიყურება საქციელ დაკარგული ჟურნალისტი - ჰო, და რა კარგია რომ თმა შევიჭერი, ძალიან "ორიგინალური" ლუქი დაუყენებია :)

1. პერსონალურად რაც შეგეხო, იმაზე საცვლიდან ამოხტომა, ხოლო "ვარდისფერი კოლგოტკების" ან რესპონდენტების მხრიდან სხვა უკიდეგანო უსაქციელობების პასუხად ნაზად "კორექტულობის" შეხსენება looks pathetic.

2. იმის მტკიცება, რომ რუსთაველ ამომრჩეველს ეროსის მიერ მაესტროს მიმართ ჩადენილი დანაშაული უფრო ანაღვლებს, ვიდრე ყოფითი საკითხები, არის ასევე დიდი იდიოტობა.

თუმცა არ გამკვირვებია - რესპონდენტის ფრაზების დამახინჯება პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე, პირობის დარღვევა და ვიღაც ტალახის მსროლელთა დახვედრება სტუდიაში ცირკის მოსაწყობად და ა. შ. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ოდესღაც ამ ჟურნალისტის უსაქციელობა უფრო მკვეთრ ფორმებს მიიღებდა.

დიდი მონდომება სჭირდება იმას, რომ ეროსი კიწმარიშვილი ვინმესთან მართალი აღმოჩნდეს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ვიდეო: "არ გრცხვენიათ?" - ნინო ჟიჟილაშვილის და ეროსი კიწმარიშვილის დებატები "მაესტროზე"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები