რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?

რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის?

რა სანქციას ითვალისწინებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის? ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი თამარ რუხაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მესმის შეკითხვა, რა სანქციას ითვალისწინებს ქარტია ეთიკური ნორმის დამრღვევი ჟურნალისტისთვის და როდესაც ვეუბნები, რომ სანქცია ამ დარღვევის დადგენაა, უკმაყოფილო ტონით მპასუხობენ, რომ უნდა არსებობდეს რაიმე სასჯელი, რისიც ჟურნალისტს შეეშინდება და იგივე აღარ გაიმეორებს. და ამას ამბობენ მომავალი ჟურნალისტები. ან ძალიან არასწორი წარმოდგენები აქვთ მათ ჟურნალისტიკაზე, ან ჩვენ მოქმედმა ჟურნალისტებმა გავაფუჭეთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენს მომავალ კოლეგებს იძულების გარეშე კეთლისინდისიერი ჟურნალისტი ვეღარ წარმოუდგენიათ", - წერს რუხაძე.

2009 წლის 4 დეკემბერს 139-მა ჟურნალისტმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს პროფესიული ქცევის საერთო სტანდარტებს და ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი. ქარტიის, როგორც ორგანიზაციის მუშაობას განსაზღვრავს მისი წესდება, ქარტიის 11 დებულება კი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრავს ქარტიის ყველა წევრის მთავარ პროფესიულ პრინციპებს. ქარტიის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და პროფესიული სტანდარტის შექმნა, დამკვიდრება და დაცვა. ამ დროისთვის ქარტიას 248 წევრი ჰყავს. ქარტიას მართავს წევრების მიერ არჩეული 9 კაციანი საბჭო, რომელიც იხილავს ქარტიის წევრების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული საჩივრების საფუძველზე, ორგანიზაციის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული აღმასრულებელი დირექტორი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები