ახალი საიტი მშობლებისთვის - ყველაფერი, რაც ბავშვებს ეხება, უკვე ერთ საიტზეა

ახალი საიტი მშობლებისთვის - ყველაფერი, რაც ბავშვებს ეხება, უკვე ერთ საიტზეა

"პალიტრა მედია" მომხმარებელს ახალ პროექტს სთავაზობს. სიახლე დააინტერესებს ყველა მშობელსა და მათ, ვისაც ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები აღელვებს. საიტი Mshoblebi.ge მშობლებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებს გააშუქებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბავშვთა განათლების, განვითარებისა და აღზდის საკითხებზე. ამიერიდან მშობლებს ექნებათ საშუალება, ერთ საიტზე ნახონ ყველა ის თემა თუ სფერო, რაც აინტერესებთ. მიიღებენ ინფორმაციას სასარგებლო თუ საშიშ საკვებ პროდუქტებზე, ფსიქოლოგიურ საკითხებზე, განათლების აქტუალურ პრობლემებზე, რჩევებს ბავშვების ჩაცმის სტილსა და საბავშვო ოთახების გაფორმებაზე, საინტერესო ვიდეოგაკვეთილებს, გამოცდილი პროფესიონალებისა და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების რჩევებს, მათ ბავშვებისადმი დამოკიდებულებას, რაც ბევრი მშობლისთვის შეიძლება საყურადღებო აღმოჩნდეს.

საიტზე წარმოდგენილია ჟურნალი "საბავშვო კარუსელი", რომელიც პატარებისთვის ზღაპრების, ლექსების, მოთხრობებისა და იგავ-არაკების საინტერესო არქივს ფლობს. ჟურნალი მშობლებს ბავშვებისთვის გასართობ და გონების სავარჯიშო მასალასაც შესთავაზებს. ასევე მიაწვდის ინფორმაციას იმ აქციებისა თუ შემოთავაზებების შესახებ, რომელიც ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მკითხველებისთვის იქნება გათვალისწინებული.

Mshoblebi.ge სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს ამოქმედდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები