"პრემიერი ახალისებს იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჟურნალისტების ლანძღვისთვის მწვანე შუქი აქვთ"

"პრემიერი ახალისებს იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჟურნალისტების ლანძღვისთვის მწვანე შუქი აქვთ"

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი თამარ რუხაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ პრესკონფრენციას ეხმაურება.

"პრემიერის პრესკონფერენცია კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს მედიაკრიტიკა, თორემ, როგორც ვხედავთ, ამ ფუნქციასაც ხელისუფლება ითავსებს და ძვირფას დროს, რომელსაც საზოგადოებაზე ზრუნვას უნდა ახმარდეს, ცალკეული ჟურნალისტების სიუჟეტებისა და სტატიების განხილვაზე ხარჯავს.

ამავე დროს, მსგავსი საქციელით ახალისებს იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ მედიისა და ჟურნალისტების ლანძღვისთვის მწვანე შუქი აქვთ და თან ზემდგომებსაც ასიამოვნებენ", - წერს რუხაძე.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები