რა მოხდა "ტელეიმედში" ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

რა მოხდა "ტელეიმედში" ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

ტელეკომპანია "იმედი" საარჩევნო ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლები და მენეჯმენტი ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია ეგზიტპოლების შემსრულებელ კომპანიასთან არკვევს ეგზიტპოლსა და არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ამავდროულად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტში არ განხორციელებულა არანაირი საკადრო ცვლილება", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები