როგორ მოხვდა მერაბ მეტრეველი პავაროტის დაკრძალვაზე

როგორ მოხვდა მერაბ მეტრეველი პავაროტის დაკრძალვაზე

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტის პროფესიიდან გამომდინარე, უცხოეთში უამრავ გადაღებაზეა ნამყოფი და როგორც მისი მონათხრობიდან თქვენც გაიგებთ, ძირითადად, ექსტრემალურ პირობებში უწევდა აქეთ-იქით სიარული, თუმცა ყველაზე რთულ ვოიჟებსაც კი ახლა ღიმილით იხსენებს.

''პალიტრა TV''-ის ერთ-ერთმა წამყვანმა სახემ ენაწყლიანად გაიხსენა ყველაზე საინტერესო თავგადასავლები საქართველოს საზღვრებს გარეთ.

- პირველად საზღვრებს გარეთ შენი გასვლა ჟურნალისტიკას უკავშირდებოდა?

- 2006 წელს ვსტუმრობდი ჯერ ბერლინს, შემდეგ - ლონდონს. მანამდე ქვეყანა არასდროს დამიტოვებია. საქართველოში ბევრი რამ მქონდა შემოვლილი ისევ ჟურნალისტის პროფესიიდან გამომდინარე. ტელევიზიას აქვს ეს ხიბლი, რომ გაქვს საშუალება, იმოგზაურო სხვის ხარჯზე, მივლინებებით (იღიმის).

გერმანიასა და ინგლისს ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის ფარგლებში ვეწვიეთ, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ბერლინი დანგრეული და მერე აშენებული ქალაქის პირობაზე, ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ლონდონი, მაგრამ ბერლინს სხვა მუღამი აქვს. მივლინებებს ის მინუსი აქვს, რომ ბევრი დრო არ გრჩება ქალაქების დასათვალიერებლად, მაგრამ მაინც ვახერხებდით. ბერლინი ისტორიული ქალაქია და ამ მხრივ საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ამ ქვეყანაში სხვა ქალაქები მიიჩნევა უფრო ლამაზად, ლონდონი კი ქალაქი-მუზეუმია, ყველგან სანახაობაა, ასეთი ლამაზი ქალაქი იშვიათად შემხვედრია. ლონდონს პირველ სიყვარულს ვეძახი (იღიმის).

ყველაზე მეტად არ მომეწონა ამინდი. ბათუმელ კაცს წვიმა რომ გაგაკვირვებს. მაისში გახლდით ექვსი დღე და სულ წვიმდა. მაინც ფეხით დავბოდიალებდით გადაღებების შუალედში. რასაკვირველია, მთლიანად ვერ მოვიარეთ, მაგრამ რაც მოვასწარით, ყველაფერი ვნახეთ.

მაშინ საქართველოში ბრენდული მაღაზიები არ იყო და მოგზაურობის პლუსი შოპინგის საშუალებაც არის. ლონდონში პირველად ვნახე 70%-იანი სეილები და ბრენდული მაღაზიები. 4 ფუნტად შევიძინე პერანგი და გაკვირვებული დავდიოდი (იცინის). მაქვს სურვილი, კიდევ ერთხელ მოვხვდე ლონდონში...

- ძვირი ქალაქია.

- ასეა, ჟურნალისტებს გვაძლევდნენ ყოველდღიურად სამყოფ ფულს და იმით უნდა გაგვეტანა თავი. ძირითადად, ფასტ-ფუდებით ვიკვებებოდით, რაც იქ ყველაზე იაფია, საქართველოსგან განსხვავებით.

იხილეთ გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები