"მარგველაშვილმაც იმუშავა მასთან უფულოდ და პრეზიდენტი გახადა" - გრიგოლია ივანიშვილს თანამშრომლობას სთავაზობს

"მარგველაშვილმაც იმუშავა მასთან უფულოდ და პრეზიდენტი გახადა" - გრიგოლია ივანიშვილს თანამშრომლობას სთავაზობს

ინგა გრიგოლიამ შალვა რამიშვილის შოუში ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებაზე და მომავალ გადაცემაზე კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ გულწრფელად ნერვიულობს, რომ ივანიშვილის გადაცემის დრო მის გადაცემას არ დაემთხვას. ტელეწამყვანმა იმედი გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს  22:00 საათზე ყოველთვის სძინავს და ის  LIVE-ში ვერ იქნება.

"მთელმა საქართველომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს 10 საათზე სძინავს და ვერავინ ვერ აღვიძებს. გამორიცხულია, ის  LIVE-ში ვერ იქნება. მაგრამ უბედურება იქნება ჩანაწერით რომ "დამაჯდეს".

ოღონდ მე რა დამაჯდეთ, ბატონო ბიძინა, გადაცემით და თქვენი გადაცემისთვის ვიმუშავებ შორიდან, იდეებით, უფულოდ, ყველაფერის გარეშე... მარგველაშვილმაც იმუშავა მასთან უფულოდ და პრეზიდენტი გახადა, რა იცი წინ რა მელოდება. - იმედი გამოთქვა ტელეწამყვანმა.

ნახეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები