ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა

ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა

''პალიტრა tv''-ს ერთ-ერთი სახე, გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვანი ნატალია ტყეშელაშვილი ზაფხულის, ზღვისა და გარუჯვის მოყვარულია. საზაფხულო გარდერობი განაახლა, ახლა პარიზშია მეგობრებთან ერთად და რომ დაბრუნდება, შვილსა და დედასთან ერთად თურქეთში აპირებს დასასვენებლად გამგზავრებას.

- როგორი დასვენება გიყვარს, უფრო მშვიდი თუ აქტიური?

- ვგიჟდები მშვიდ დასვენებაზე და მთელი ცხოვრება ამისკენ მივილტვი, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად დავიწყე დასვენება. ჯერ ამას ვერ მივაღწიე. ყველაზე მეტად სადაც შეიძლება ადამიანმა ასეთი დასვენება შეძლოს, არის თურქეთი და ეგვიპტე, მაგრამ ისეთი სამეგობრო მყავს, რომ ამის საშუალებას არ მაძლევენ. ტუროპერატორები თავიდანვე გთავაზობენ დაივინგს, მთაზე ცოცვას, ღირსშესანიშნაობების ნახვას, ამიტომ ხშირად გვიწევს სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა. უფრო მოგზაურობა მიწევს, ვიდრე დასვენება.

- დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედი დასასვენებლად?

- დედის გარეშე 2002 წელს, როცა მოსკოვიდან, სადაც ვცხოვრობდით, საქართველოში ჩამოვედი და ნათლიამ ზღვაზე, კერძოდ, ქობულეთში წამიყვანა. მახსოვს, ქობულეთით აღფრთოვანებული ვიყავი, ყოველ საღამოს სხვადასხვა რესტორანში დავდიოდით, ძალიან ხმამაღლა ჟღერდა ქართული მუსიკა, რაც ჩემთვის უცხო იყო და დილამდე გიჟებივით ვცეკვავდით. მაშინ ქობულეთში ასეთი დასვენება ძალიან აქტუალური იყო.

22 წლამდე დედასთან ერთად დავდიოდი და საბჭოთა კურორტებიდან ყველაფერი მოვლილი მაქვს, დაგომისი, სოჭი, ლაზარევსკაია, ჟელეზნავოდსკი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი. ბავშვობაში ბერლინშიც ვიყავი და ბუქარესტშიც. რუმინეთში ზღვაზეც გავემგზავრეთ და არ მომეწონა. სულ სოხუმში, სოჭსა და ოდესაში დავდიოდით და რუმინეთში ზღვამ არ მომხიბლა. ბოლო დროს დასასვენებლად ეგვიპტეს, თურქეთს მივაშურებ ხოლმე. საერთოდ, ჩემი შემოსავლის ნაწილს, როგორც ვახერხებ ხოლმე, ვანაწილებ პენსიონერ მშობლებსა და შვილზე და ვაგროვებ, რომ წელიწადში 4-5-ჯერ ქვეყნიდან გასვლა მოვახერხო.

ახლა პარიზში მივდივარ და იმიტომაც ვარ ასეთი აჟიტირებული. პირველად მივემგზავრები, პარიზი, ნიცა, მონაკო, მონტე-კარლო და სან-რემო, სასწაული ტური გვაქვს.

- წინა ზაფხული სად გაატარე?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, სად გავატარე ახალი წელი, რადგან სამეგობროს ტრადიციაა, რომ თბილ ქვეყნებში გავექცეთ კუჭმაჭს, გოზინაყს, საცივს (იცინის), ძირითადად, მაინც ეგვიპტეს ან დუბაის ვაფარებთ თავს.

რაც შეეხება წინა ზაფხულს, ძალიან დატვირთული და სასიამოვნო იყო. ესპანეთში კარგი ტურით გახლდით, მოვიარეთ მადრიდი, ბარსელონა და კოსტა-ბრავა, შემდეგ კი ორი კვირით თურქეთში გავემგზავრე, არის ასეთი ადგილი, ტეკიროვა, ანტალიის რეგიონში, ყველაზე მოშორებული, მთიანი. იქ არის სასწაული ადგილი, სადაც წმინდა ნიკოლოზი დაიბადა. იქ მართლა დავისვენე სულიერად, რად-გან დედა და ჩემი პატარა ბიჭუნაც ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემი შვილი ყველგან თან დამყავს, წლისა და რვა თვისაა და ჩემთან ერთად არის ნამყოფი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ახლა ბებიასთან ერთად ბაკურიანში ისვენებს, ''დასჯილია'', რადგან ძუძუს აღარ ვაჭმევ და ამ მოგზაუ-რობაში აღარ წავიყვანე (იღიმის).

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები