ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის

ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის

ახალ სატელევიზიო სეზონზე "იმედზე" ცვლილებები იგეგმება. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, შესაძლოა, თეა სიჭინავას "პოლიტიკის დრო" დაიხუროს და თეამ საინფორმაციო სამსახურში გადაინაცვლოს. ამბობენ იმასაც, რომ სიჭინავას "პოლიტიკის დროს" ინგა გრიგოლიას კიდევ ერთი გადაცემა ჩაანაცვლებს.

ინგა გრიგოლია: "რეაქცია" როგორც ადრე გადიოდა ეთერში, ყოველ პარასკევს, ისევ ისე გავა. განიხილება კიდევ ერთი ახალი გადაცემა, რომელიც კვირას უნდა გავიდეს ეთერში, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან განხილვის პროცესშია ყველაფერი".

"იმედის" საეთერო ბადეს კიდევ ერთი ახალი გადაცემა, "სკანდალური შოუ" დაემატება, რომელსაც გია ჯაჯანიძე წაიყვანს. გია ჯაჯანიძის შოუს პროდუსერი კი "ნანუკას შოუს" ყოფილი პროდუსერი მაია სტეფნაძე იქნება. ჩვენი წყაროს ცნობით, მაია სტეფნაძე "იმედზე" რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ნანუკას შოუში" საკუთარი თავი ამოწურა. ამბობენ, რომ ის "სკანდალური შოუს" პარალელურად ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდუსერიც იქნება. Ambebi.ge ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

– ნანუკა, მართალია, რომ თქვენი პროდუსერი მაია სტეფნაძე ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდუსერი გახდა?

– არა, ინგასთან არა. გადავიდა გია ჯაჯანიძის გადაცემაში, ახალი გადაცემა კეთდება და ასევე, როგორც მე ვიცი, სხვა პროექტებსაც შეითავსებს. მაია ჩემი  მეგობარია და ამიტომ, როგორც მეგობარი ვფიქრობ, რომ მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელსაც მიიღებს ახალი სამსახურით. მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჩემთან ჰქონდა. თან ხუთი წლის შემდეგ ახალი პროდიუსერი ჩემს გადაცემასაც სჭირდება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ორივესთვის კარგია. მაია ჩემი გადაცემის გულშემატკივარი იქნება ყოველთვის, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, არის მეორე მიზეზიც, მან დიდ გუნდთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნანუკას შოუს შექმნაში. ვინ იქნება ჩემი პროდიუსერი და რა სიახლეები გელოდებათ, ეს ოდნავ მოგვიანებით. ბევრ სიახლეს ვგეგმავთ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები