მამუკა არეშიძის "კავკასიური პალიტრა" ახალი სეზონიდან ახალი დროით ორშაბათს, 17:00 საათზე გავა

მამუკა არეშიძის "კავკასიური პალიტრა" ახალი სეზონიდან ახალი დროით ორშაბათს, 17:00 საათზე გავა

"პალიტრა ტვ-სა" და რადიო "პალიტრის" ეთერში მამუკა არეშიძის საავტორო გადაცემა "კავკასიური პალიტრა" ახალი დროით გავა.

როგორც მამუკა არეშიძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, გადაცემა ხუთშაბათის ნაცვლად ორშაბათს, 17:00 საათზე გავა. გადაცემა ახალი დროით ახალ სეზონს 1 სექტემბრიდან დაიწყებს.

მისი თქმით, ივლისის თვეში გადაცემაში, რომელშიც მონაწილეობას მსმენელიც იღებდა, სტუმრად იყვნენ მოწვეული ექსპერტები, რომელთა ჩართვაც სკაიპით ხდებოდა. არეშიძე აცხადებს, რომ ფორმატი შენარჩუნდება.

"გადაწყდა, რომ გადაცემა კვირის დასაწყისში გასულიყო ეთერში, რადგან აქტურალური თემების ანალიზი მოხდეს", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, პირველი გადაცემა, რომელის სექტემბერში გავა უკვე დაგეგმილია და ის საქართველოს და კონფლიქტური რეგიონების მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები