პრეზიდენტი მედიაჰოლდინგებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

პრეზიდენტი მედიაჰოლდინგებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიაჰოლდინგებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, მას სურს ისაუბროს მედიასაშუალებების დირექტორებსა თუ მენეჯერებთან იმასთან დაკავშირებით, როგორ გაუმჯობესდეს გარემო და ჟურნალისტიკა და როგორც მე-4 ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერონ.

"ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ნათქვამი იყო, რომ რაღაც სირთულე გააჩნია ჟურნალისტიკას, არადა, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა დიდი ხანია მართლა მე-4 ხელისუფლებაა. ანუ მე ჟურნალისტიკა მაინტერესებს არა მხოლოდ როგორც მომხმარებელს, რომელიც ინფორმაციას იღებს, არამედ, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ევალება ამ ქვეყნის დემოკრატიული წინწასვლა. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნება შევხვდე დიდი ჰოლდინგების დირექტორებს თუ მენეჯერებს, არა უბრალოდ ჟურნალისტებს, არამედ იმ ხალხს, ვინც გარემოზე ფიქრობს და ვისაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა პრობლემებია და როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ მე-4 ხელისუფლება საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ჟურნალისტების მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები, "მედიაზე გარკვეული თითის ქნევა იყო".

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ჟურნალისტობას და მივა თუ არა მის გადაცემაში, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"ბიძინა ჭკვიანი კაცია და შეიძლება ეფექტური ჟურნალისტი იყოს, რაც შეეხება იმას მივალ თუ არა - ალბათ, გააჩნია რა სტილის გადაცემა იქნება. რთულია ადამიანთან ურთიერთობა, ვისთანაც ბევრი პიროვნული გაკავშირებს და მერე ეს პიროვნული პოლიტიკურში გადაიზარდა, მაგრამ თუ ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, ამა თუ იმ ტენდენციაზე ქვეყნის განვითარების – კი, როგორ არა. თუ იქ იქნება "შენ რომ იმას უთხარი, იმან როგორ შემოგხედა და შენ რა იფიქრე", - ამაზე, ალბათ, ნაკლებად", - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, "მიჭირხვნა სხვათა შორის, ცუდი არ არის".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები