ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა

"ცხრიანისთვის" აღარ იმუშავებს ვახო სანაია," - ეს განცხადება ნინო ჟიჟილაშვილმა საინფორმაციოს დასრულებამდე გააკეთა.

როგორც ჟიჟილაშვილმა განმარტა, ვახო სანაიამ ტელეკომპანია "მაესტრო" არხის ხელმძღვანელებთან კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა.

"ცხრიანისთვის" აღარ იმუშავებს ვახო სანაია. მიზეზი ჟურნალისტსა და არხის მენეჯმენტს შორის კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობაა. მე პირადად მადლობას ვუხდი მას, აქ დახარჯული ენერგიისთვის და ახალი ამბების მთელი შემადგენლობის სახელით, არხის მენეჯმენტთან ერთად ვუსურვებ წარმატებას", -აღნიშნა ჟიჟილაშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები