''იმპერატორის მეუღლე'' - ისტორიული სერიალი სიყვარულზე, შურისძიებასა და ღალატზე!..

''იმპერატორის მეუღლე'' - ისტორიული სერიალი სიყვარულზე, შურისძიებასა და ღალატზე!..

ოქტომბრიდან, შაბათ-კვირას, საღამოს ცხრა საათზე ''პალიტრა TV''-ს ეთერში ძალიან საინტერესო სანახაობა გელოდებათ. ვინაიდან საქართველოში გამორჩეულად მოსწონთ ისტორიული სერიალები, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავის ერთგულ მაყურებელს მე-14 საუკუნის მონღოლეთის, ჩინეთისა და კორეის ისტორია გადააფურცლინოს და, არც მეტი, არც ნაკლები, კორეული სერიალი შესთავაზოს სახელად ''იმპერატორის მეუღლე''.

ეს არის ისტორიული საგა ჩვეულებრივი კორეელი გოგონას - კის შესახებ, რომელიც ბედის საოცარი ლაბირინთების წყალობით, მონღოლეთის იუანის დინასტიის იმპერატრიცა გახდა. სერიალში ნაჩვენებია, როგორ იბრძვის კის გულის დასაპყრობად ორი ძმა... ერთგულება, ღალატი, სიყვარული და შურისძიება. ''იმპერატორის მეუღლე'' ყველა ამ თემას აერთიანებს.

სერიალის შემქმნელებმა იზრუნეს იმაზე, რომ მათი პროდუქცია ხარისხიანი გამოსულიყო და ეს ეხება არა მხოლოდ კარგად შერჩეულ სამსახიობო ანსამბლს, მსახიობებს, რომლებიც აზიური სამყაროს ვარსკვლავები არიან, არამედ ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, სრულად აღადგინეს და ძველი ტექნოლოგიით დაამუშავეს კოსტიუმები, რომლებიც მეთოთხმეტე საუკუნეში სამეფო გვარის წარმომადგენლებს ეცვათ.

''იმპერატორის მეუღლე'' უახლესი, 2014 წლის სერიალია, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მრავალ ქვეყანაში უჩვენებენ. მათ შორის საქართველოც იქნება...

''პალიტრა TV''-ს დირექტორი, ინგა დადიანი:

- თურქულმა სერიალებმა დაიპყრო ქართული ეკრანები და საინტერესოა, კორეულზე რატომ გააკეთეთ არჩევანი?

- ძალიან გვიყვარს ექსპერიმენტები. სხვათა შორის, ქართულ არხებს შორის ''პალიტრა TV'' იყო პირველი, რომელმაც თურქული სერიალი ''ეზელის'' ჩვენება დაიწყო. სხვა არხებზე გაუკვირდათ ჩვენი არჩევანი. არადა, მას მერე ყველა ქართული ტელევიზიის ეთერში ბუმია, თუმცა თურქული სერიალების ბაზარიც ამოწურვადია. მაშინაც გავრისკეთ და ახლაც - ახალ პროდუქტს ვეძებდით, რასაც შესაძლოა, დაეინტერესებინა ქართველი მაყურებელი, მას აქვს თავისი მიდგომა - ძალიან მოსწონს ისტორიული ხასიათის სერიალები. სხვადასხვა ქვეყნის უამრავი სერიალი ვნახეთ, და სწორედ კორეულმა დაგვაინტერესა.

იმდენად საინტერესო სიუჟეტია და ისე კარგად არის გადაღებული, რომ გამორიცხულია, მაყურებლის ყურადღება არ მიიპყროს. თანაც, თითო სერია საათზე მეტხანს გრძელდება. სულ 51-სერიიანია.

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები