"ჰგონიათ, რომ ვარსკვლავების სახლის კარებს წიხლით შევაღებ" - თიკო სადუნიშვილი ცნობილებს სახლებში''შეუვარდება''

"ჰგონიათ, რომ ვარსკვლავების სახლის კარებს წიხლით შევაღებ" - თიკო სადუნიშვილი ცნობილებს სახლებში''შეუვარდება''

ჩვენმა რესპონდენტმა ზაფხულში მოიარა ბათუმი, ანაკლია - ''კაზანტიპი'', ბარსელონა, ამსტერდამი, თუმცა გულწრფელად გვითხრა, რომ ბარსელონაზე მეტად''კაზანტიპი'' მოეწონა და იქ უფრო კარგად გაერთო. დასვენებული დაუბრუნდა თბილისს და ახალ საქმეს შეუდგა.

თიკო სადუნიშვილი''დაუპატიჟებელი სტუმრის'' წამყვანი გახდა არხზე ''მარაო რუსთავი 2''. იმიჯი იგივეა, როგორც ვიზუალურად, ასევე წამყვანობის კუთხით. ჩვენმა რესპონდენტმა რამდენიმე თიკო''მოსინჯა'', მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ცნობილ სახეებს სახლებში უკვე დამკვიდრებული თიკოს ამპლუაში ესტუმრება.

თიკოს ვკითხეთ, როგორი დირექტორია მაია ასათიანი.''ჯერ ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ცოტა დროა გასული, მაგრამ აბსოლუტურად არ არის მკაცრი. არ ვიცი, ეთერში გასვლის შემდეგ თუ შეიცვლება, მაგრამ ძალიან კარგი მიდგომა აქვს თითოეულ ჩვენგანთან'',- გვიპასუხა ღიმილით.

- ვიცი, რომ ეთერში გასვლის წინ გადარეული რეჟიმი გაქვს.

- ''მარაოზე'' 10-12 გადაცემა იწყება, რომლებიც თანმიმდევრულად შევა ეთერში, ჩემი გადაცემა ერთ-ერთი პირველია. ამის გამო დაიწყო გადარბენები.''თბილისი ლაივის'' ეთერში გასვლამდე ექვსი თვე გვქონდა, როცა შეგვეძლო, ფორმატი ჩამოგვეყალიბებინა და გადაცემისთვის სასურველი ფორმა მიგვეცა, აქ კი საკმაოდ მცირე დროში უნდა მოგვეხერხებინა იგივე. თან კეთდება, თანაც პროცესში გადაკეთება მიმდინარეობს.

- თიკო ცნობილ ხალხს სახლში შეუვარდებაო, ამბობენ.

- (იცინის) რატომღაც ყველამ ასე აღიქვა, რადგან გადაცემას''დაუპატიჟებელი სტუმარი'' ჰქვია და რადგან მისი წამყვანი თიკო სადუნიშვილია, ჰგონიათ, რომ ვარსკვლავების სახლის კარებს პირდაპირ წიხლით შევაღებ. რეალურად, ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლების დათანხმება იმაზე, რომ ესტუმრო და სახლი დაგათვალიერებინოს, ძალიან რთულია.

- ძნელია, მე შენ ვერ დაგითანხმე, მაგალითად.

- (იღიმის) ზოგს არ სცალია, ზოგის სახლი არც ისე ვარსკვლავურია. რასაკვირველია, მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავების მსგავსად, მილიონიანი ვილა არავის აქვს, მაგრამ ჩვენ''ხრუშჩოვკებითაც'' ვკმაყოფილდებით. რა მდგომარეობაშიცაა ქართული შოუბიზნესი, იგივე მდგომარეობაა მათ ბინებშიც.

- აქამდე ცნობილების სახლებში თუ იყავი ნამყოფი?

- როგორ არა, რამდენიმეს ბინაში ნამყოფი გახლდით. ვისაც მშობლებისგან გამოჰყვა კარგი მატერიალური მდგომარეობა, მის სახლსაც ეტყობა. ვინც საკუთარი შრომით შოულობს ფულს, ეს სახლზეც არის ასახული. ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი არ ცხოვრობს ისე, რომ ვარსკვლავების ვილებით დატკბეს. ეს დიდ აგრესიასაც გამოიწვევდა. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ. სახლებს ძალიან საფუძვლიანად ვათვალიერებ. ვცდილობ, მართლაც დაუპატიჟებელი სტუმარი ვიყო. დავურეკო იმ დღეს, როცა გადაღება მინდა, რამდენიმე საათით ადრე და პირდაპირ ვეწვიო სტუმრად. ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ- არა. მინდა, რომ სახლის კაპიტალური დალაგება ბოლომდე ვერ მოასწრონ (იღიმის).

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები