ამერიკელი ქალი, რომელიც საქართველოში მკერდით ნივთების გასანადგურებლად ჩამოვიდა

ამერიკელი ქალი, რომელიც საქართველოში მკერდით ნივთების გასანადგურებლად ჩამოვიდა

"ნიჭიერი" ამ სეზონზეც განსაკუთრებულ კონკურსანტებს წარმოგიდგენთ. პროექტში ისეთ ნომრებს ნახავთ, რომლის გაკეთებაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ქალის მკერდს ისეთი ძალა აქვს, შეუძლია საზამთრო ან ქილები დაატვრიოს.

წლევანდელ სეზონზე ნახავთ კონკურსანტს ამერიკიდან, სიუზანს, რომელმაც ჟიურიც და მაყურებელიც შოკში ჩააგდო. სექსუალური ქერათმიანი მანდილოსანი ამერიკული "ნიჭიერის" მონაწილეა და ამჯერად გადაწყვიტა, ბედი ქართულ პროექტშიც სცადოს.

ჟიურის წევრები სიუზანის ნომერმა გააოგნა. ბევრს ეგონა, რომ მას სილიკონის მკერდი ჰქონდა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ჭოლამ, იგივე ლევან წულაძემ მკერდი ხელითაც კი მოუსინჯა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სიუზანს ბუნებრივი მკერდი აქვს, რომელიც ყველაფერს ამტვრევს.

როგორ ახერხებს მარჯვენა ძუძუთი სიუზანი ყველაფრის განადგურებას და რა ბედი ეწია მას პროექტში, ამას "ნიჭიერიდან" გაიგებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები