რა ხდებოდა "შუა ქალაქის" ჩაწერებზე - მსახიობების პირველი ემოციები დაბრუნების შემდეგ

რა ხდებოდა "შუა ქალაქის" ჩაწერებზე - მსახიობების პირველი ემოციები დაბრუნების შემდეგ

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ყველაზე რეიტინგული სერიალი "შუა ქალაქში" ძველი შემადგენლობით დაბრუნდა. სერიალი "შუა ქალაქში ათი წლის შემდეგ" "ტვ 11"-ის ეთერში ყოველ ორშაბათს გავა. Ambebi.ge სერიალის მთავარ გმირებს დაუკავშირდა.

თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი): პირველი სერია დღეს გავიდა ეთერში და ჯერჯერობით არ მინახავს. მთელი საქართველო ელოდებოდა ამას, მირეკავდნენ და მილოცავდნენ, საზვარგარეთიდანაც კი. დღესასწაულია მთელ საქართველოში, ჩაწერაზე სასწაული ხდებოდა, იცით, რომ ცოცხალი აუდიტორიის თანდასწრებით მიდის "შუა ქალაქის" ჩაწერა და იმდენი ხალხი მოვიდა, ფიზიკურად ვერ დაეტია დაბაზში.

- იფიქრებდით, რომ ისევ მოგიწევდათ "შუა ქალაქში" თამაში?

- ვერ ვიფიქრებდი, რომ სერიალი ისევ განახლდებოდა, რადგან ყველა პიესა და ყველა სცენარი სრულდება. მეგონა, როცა დიანგრა კორპუსი, დაინგრა სერიალი. მთელმა შემადგენლობამ 300 სერიაში ვითამაშეთ. მე ცოტა მერე გამოვჩნდები სერიალში.

- თქვენს პერსონაჟის ისტორია შეიცვალა?

- პერსონაჟი შეიცვლება, უკვე ორი დიდი ბიჭის დედა ვარ. თუმცა სად ვიმყოფები და სხვა დეტალებს ახლა ვერ გავამხელ. სერიალში ახალი მსახიობებიც დაგვემატა.

სერიალში დაბრუნდა მსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც "შუა ქალაქში" სანდროს როლს თამაშობს.

- სერიალის გადაღებამ ემოციურად ჩაიარა. ეტყობოდა ხალხს, რომ მონატრებული იყვნენ ჩვენს პერსონაჟებს, რაც ძალიან მიხარია.

- სანდროს პერსონაჟის ისტორიაც შეიცვალა ალბათ?

- ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ჯობია თავად ნახოს მაყურებელმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები