ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია და შალვა რამიშვილი ერთობლივ შოუს ამზადებენ

ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია და შალვა რამიშვილი ერთობლივ შოუს ამზადებენ

ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია და შალვა რამიშვილი "იმედზე" ერთობლივ შოუს ამზადებენ, რომელიც ეთერში თვის ბოლოს გავა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პოლიტიკური თოქ-შოუ "ღია ეთერის" ტიპის გადაცემა იქნება, რომელიც წლების წინ "იმედის" ღამის ეთერში გადიოდა და მას ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია და გიორგი თარგამაძე უძღვებოდნენ.

ვინ იქნება გადაცემის პროდუსერი, ჯერჯერობით უცნობია.  ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლიასთან, ხოფერიასთან და რამიშვილთან ერთად გადაცემას ერთჯერადად მოწვეული წამყვანიც ეყოლება, თუმცა საბოლოო დეტალებზე არხის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა.

შალვა რამიშვილი: ნამდვილად იგეგმება რაღაც თოქ-შოუ, მაგრამ ამ გადაცემის პრომოუშენი ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით.

დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს ეკა ხოფერიაც.

- იგეგემება მსგავსი ტიპის პროექტი "იმედზე", მაგრამ ჯერ არც თათბირი ყოფილა და კონკრეტულად არაფერზე ყოფილა საუბარი.

- თქვენთვის საინტერესო იქნება მსგავსი ტიპის გადაცემა?

- ეს ჩემი არხია, ჩემი კოლეგები არიან და სიამოვნებით წავიყვან მათთან ერთად საინტერესო გადაცემას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები