გადავწყვიტე პასუხი გავცე ყველას- ინგა გრიგოლიას სპეციალური განცხადება

გადავწყვიტე პასუხი გავცე ყველას- ინგა გრიგოლიას სპეციალური  განცხადება

ინგა გრიგოლია სექტემბრის საგანგებოდ გამართული თათბირს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს, ჟურნალისტებს და მისთვის საინტერესო პერსონებს შეხვდა.

"არასოდეს არცერთ თავდასხმას არ გამოვხმაურებივართ ჩვენს გადაცემებში, თუმცა დღეს პირველად გადავწყვიტე პასუხი გავცე ყველას, ვინც მწვავე გადაცემების გამო ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციის გამყარებაში გვადანაშაულებს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი გადაცემების სტუმრები, რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ რომელიმე სტუმრის პოლიტიკური კუთვნილება, "რეაქცია" მაინც ყოველთვის დაეთმობა ყველა მოსაზრების ადამიანს, განსაკუთრებით არასასიამოვმო სიგნალი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ე.წ "ქობულეთის შეხვედრის" ერთერთი მონაწილის გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე. არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო , რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, ხაინდრავას პათოსი იმედს, მაესტროს, რუსთავი 2-ს ერთდროულად ეხებოდა "როცა იმედს ვუყურებ თმები ყალყზე მიდგება, რადგან ტელეარხზე ვაკხანალიაა, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას" და ა. შ. ეს რეჟისორ ხაინდრავას ყველაზე რბილი შეფასებები იყო მედიის მიმართ, კიდევ უფრო უარესებიც ითქვა, იმედს ვიტოვებ რომ ეს პირადად ხაინდრავას მოსაზრებებია და არა ქობულეთში ივანიშვილთან შეხვედრის პათოსი.

პასუხად ვიტყვი ერთს, მას გასაგონად ვინც ფიქრობს , რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას და ვქმნით დაძაბულობას, თუ გადაცემები მწვავე გამოდის, ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ ამაში, ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას, მე როგორც გადაცემის წამყვანს მსგავს ბრლდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლიდი."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები