შორენა ბეგაშვილი კვირაში ერთხელ მამაკაცს გამოიცვლის - სატელევიზიო ეპატაჟი სექსსიმბოლოსგან

შორენა ბეგაშვილი კვირაში ერთხელ მამაკაცს გამოიცვლის - სატელევიზიო ეპატაჟი სექსსიმბოლოსგან

"მარაო რუსთავი 2''-ის ანონსმა, სადაც შორენა ბეგაშვილს ქუჩიდან მანქანით რამდენიმე მამაკაცი იტაცებს და მსახიობ ლევან სუხიტაშვილის სახლში, გორში მიჰყავთ, ინტერნეტსივრცე უკვე მოიარა.

ცნობილ მამაკაცებთან ერთად გატარებული შორენას თითო კვირა ყოველ ხუთშაბათს ახალი გადაცემის თემა გახდება. ეს ცნობილი ფორმატია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიაშია აპრობირებული და ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემაც გახლავთ. ცნობილი ქალი ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პოპულარულ მამაკაცს''ცოლად მოჰყავს'' და მაყურებელი ინტერესით ადევნებს თვალს, რა მოხდება ამ პერიოდის განმავლობაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ შორენას ერთკვირიანი დაწყვილება ამა თუ იმ ცნობილ, უცოლო თუ ცოლიან მამაკაცთან, ყოველ კვირას ახალ-ახალ საჭორაო თემასაც გააჩენს. შორენასთვისაც ეს წინადადება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მაქსიმალურად იხარჯება, რომ მაყურებელს რაც შეიძლება სახალისო შოუ შესთავაზოს.

გადაცემაში ბევრი მხიარული მომენტიც იქნება, ვინაიდან ყველა მონაწილე თავისი ხასიათითა და ქალებისადმი მიდგომით გამოირჩევა. გააჩნია, ვინ რას მოსთხოვს ცოლის ამპლუაში მყოფ შორენას და, მეორე მხრივ, თავად შორენა როგორი შემსრულებელი გამოდგება. რასაკვირველია, გადაცემა არ ითვალისწინებს ინტიმურ ურთიერთობას რეალური შოუს მონაწილეებს შორის და ქართული ვერსიაც არ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. მოკლედ, გადაცემის დიდი ჯგუფისთვის საინტერესოა ცოლქმრული ურთიერთობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ლოგინს სცილდება.

პროდიუსერებმა გადაცემის ფორმატი ქართულ რეალობაში გადმოიტანეს. ისინი ეცდებიან, თითოეულ მონაწილეს''მოარგონ'' შორენას პერსონაჟი და შემდეგ ეკრანზე საინტერესოდ წარმოგვიდგინონ. პოტენციურ მეუღლეებს შორის არიან როგორც ხელოვანები, ასევე პოლიტიკოსებიც და სხვა პროფესიის წარმომად-გენლებიც.

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები