"ნიჭიერის" სამონტაჟოდან მოვიპარეთ ძალიან, ძალიან მაგარი ნომერი" - ვიდეო ეთერში გასვლამდე ინტერნეტით გავრცელდა

"ნიჭიერის" სამონტაჟოდან მოვიპარეთ ძალიან, ძალიან მაგარი ნომერი" - ვიდეო ეთერში გასვლამდე ინტერნეტით გავრცელდა

დღეს, 27 ოქტომბერს "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მეხუთე სეზონის ჩვენებას იწყებს. იქამდე, ვიდრე მაყურებელი სანახაობას ტელევიზიით იხილავს, შოუს Facebook-გვერდი ავრცელებს ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლის ამსახველ ვიდეომასალას.

"სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ინტერნეტმომხმარებლისთვის, "ნიჭიერის" სამონტაჟოდან მოვიპარეთ ძალიან, ძალიან მაგარი ნომერი . გვინდა თქვენ ნახოთ პირველებმა -მანამ, სანამ ის ტელეეთერში გავა!

უყურეთ ჩვენი უკრაინელი კონკურსანტის უმაგრეს გამოსვლას ფილარმონიის სცენაზე!", - წერს გვერდი.

ტატიანა კუნდიკი უკრაინელი კონკურსანტია, რომელიც უკრაინულ შოუშიც მონაწილეობდა და იქ უკვე აღაფრთოვანა ჟიური. ვნახოთ, რა წარმატებას მიაღწევს ლამაზმანი საქართველოში.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები