დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა: "საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი"

დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა: "საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი"

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა. ტრაპაიძე აღნიშნულ ინფორმაციას Ambebi.ge-სთან ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.

"საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. სახლში ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, ცოტა ხანი დავისვენო ტელევიზიისგან", - აღნიშნა ტრაპაიძემ.

დიანა ტრაპაიძე ასევე არ აკონკრეტებს, გაგრძელდება თუ არა გადაცემა "სუბიექტური აზრი", რომელიც მას თეონა გეგელიასთან ერთად მიყავდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" თეონა გეგელიამაც დატოვა. გეგელიასთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები