რა მოხდა "ნიჭიერის" ეთერში გასვლის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში

რა მოხდა "ნიჭიერის" ეთერში გასვლის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში

ორშაბათს "რუსთავი 2"-ზე მეგაშოუ "ნიჭიერის" მეხუთე სეზონის პირველი ეპიზოდი გავიდა ეთერში. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სატელევიზიო გადაცემას სოციალურ ქსელებში ერთგვაროვანი, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს ყველა "ნიჭიერზე" და მასში მონაწილე კონკურსანტებზე ლაპარაკობს. ამალია ჯიბლაძის გულისამაჩუყებელი გამოსვლა და ქართველი კუნთოვანი მამაკაცის მიერ პიანინოზე "ცოცრით" (პენისით) შესრულებული მელოდია გაჰიტდა. შეიძლება ითქვას, რომ "ცოცორი" უახლესი ტერმინია თანამედროვე ქართულ ლექსიკაში, ამალია ჯიბლაძე კი "ქართველი სიუზან ბოილი" აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელებში ამ თემებზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ.

საინტერესოა, რა მოხდა "ნიჭიერის" ეთერში გასვლის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში.

როგორც გავიგეთ, საქართველოს მასშტაბით მეგაპროექტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა სატელევიზიო შოუს რეიტინგი მოხსნა და გადაფარა. მოგეხსენებათ, რეიტინგებით ბრძოლა ტელევიზიებს შორის ყველაზე აქტუალური თემა იყო და არის დღემდე. თუმცა, როგორც ჩანს, "ნიჭიერი" ის შემთხვევაა, რომელიც ტოპრეიტინგების სათავეებში უკონკურენტო პირველ ადგილს აგერ უკვე წლებია, არავის უთმობს.

"სეზონის პირველი გადაცემის რეიტინგი:

წითელი სვეტებით აღნიშნულია "ნიჭიერის" რეიტინგი, სხვა ფერის სვეტებით - პარალელურად გასული გადაცემების.

დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ", - წერს შოუს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები