რომან გოცირიძე გრიგოლიას და ხოფერიას "ხბოს აღტკინებით მოსაუბრე-მომზირალ" წამყვანებს უწოდებს

რომან გოცირიძე გრიგოლიას და ხოფერიას "ხბოს აღტკინებით მოსაუბრე-მომზირალ" წამყვანებს უწოდებს

"იმედის კვირა" - ტელეკომპანია "იმედის" ახალი პროექტია, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ეთერში, თუმცა მაყურებლის სოციალურად აქტიური ნაწილი Facebook-ზე კრიტიკას არ იშურებს. ტელეშოუს განსაკუთრებით ისტერიულ ტონს უწუნებენ და ზოგიერთის შეფასებით, ეს "დაბალი დონის სატელევიზიო პროდუქტია", თუმცა როგორც ამბობენ, კრიტიკის მიუხედავად, გადაცემა რეიტინგის ნაკლებობას არ უჩივის.

მათ შორის, ვინც "იმედის კვირა" გააკრიტიკა, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტი რომან გოცირიძეც არის.

"ტირაჟირებული სიბნელე! თოკშოუებს წლებია არ ვუყურებ. თვალში თუ მომხვდება ფრაგმენტები სადმე, ინტერნეტში, შეიძლება ვნახო. ახლა ლელა კაკულიას ვუყურე იმედზე. ეს ზღაპრები ნამდვილად არაა საინტერესო. უფრო საინტერესო ხბოს აღტკინებით მოსაუბრე-მომზირალი წამყვანები იყვნენ. ახლა მივხვდი მათი პოპულარობის მიზეზს. ჩვულებრივი საშუალოსტატისტიკური მაყურებლები არიან, " დელეგირებულები" მაღალ ეკრანებზე.

არა და, ტელევიზიას სხვა ფუნქციაც აკისრია. რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს. ცოტათი მაინც ხომ უნდა გაგვზარდოს. ამისათვის აღმზრდელი, თავად უნდა აღიზარდოს", - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ "იმედის კვირას" ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია, შალვა რამიშვილი, ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე უძღვებიან.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები