იმედა დარსალიამ "TV-3" დატოვა

იმედა დარსალიამ "TV-3" დატოვა

იმედა დარსალიამ TV3 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. დარსალია "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოლეგებს მადლობას უხდის.

"დამთავრდა ერთი რთული და საინტერესო წელიწადი TV3-ზე, ჩემი სუბიექტური აზრით გავაკეთეთ ის, რომ მაყურებლისთვის ინფორმაციის ახალი წყარო შეგვეთავაზებინა, საავტორო ნიუსის სტილში-( მთავარი ამბები 8 საათზე ნანა ლეჟავასთან ერთად, საქართველოში ზოგადად ყოველთვის მსჯელობის და კრიტიკის საბაბი ხდება "საავტორო ნიუსი", მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო ხშირ შემთხვევაში საუკეთესო და საინტერესო ტექსტები წამყვანის მხრიდან, ასევე განსხვავებული სტილის და თემატიკის რეპორტაჟები რეპორტიორების მხრიდან. მადლობა ყველას ვისთან ერთადაც მომიწია ახალი ამბების სამსახურში მუშაობა, ვინც ჩემ საყვედურებს და პრეტენზიებს ხან დუმილით, ხანაც კამათით ხვდებოდა,"- წერს იმედა დარსალია.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები