ზალიკო ბერგერი წარმატების მისაღწევად საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეუქმნის საფრთხეს

ზალიკო ბერგერი წარმატების მისაღწევად საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეუქმნის საფრთხეს

"მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ბრავოში მიმიწვიეს, ზალიკო ბერგერს უნდა შევასრულებინო სასიკვდილო ნომერი და ამიტომ გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ", - ეს სტატუსი Facebook-ზე პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა (მამულიჩა) გამოაქვეყნა, რის შემდეგ დავინტერესდით, თუ რა სასიკვდილო ნომერის შესრულებას აპირებს ზალიკო ბერგერი.

Ambebi.ge-მ გაარკვია, რომ ზალიკო ბერგერი საკუთარი კონკურსანტის, ზურა ბალანჩივაძის (ზურიუსის) მხარდასაჭერად, თურმე საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეუქმნის საფრთხეს. სწორედ ამ ყველაფერში დაეხმარება მას მამულიჩა. ზალიკო ზურიუსის ლობისტია. ისინი შოუში მაია ასათიანს და ნიკა კიკნაძეს უპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ "ბრავო" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეთერში დღეს, 22:00-ზე გავა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები