რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს

რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ტალანტ-შოუ "ნიჭიერის" შესარჩევი ტურების ჩვენება დასრულდა. გადაცემის მომდევნო ეპიზოდში მაყურებელი იხილავს, თუ რომელ კონკურსანტებს გადაიყვანს ჟიური "ლაივ-შოუებზე", სადაც კანდიდატებს ფილარმონიის სცენაზე უკვე პირდაპირ ეთერში მოუწევთ საკუთარი ნიჭიერებით მაყურებლის გაოცება.

როგორც ირკვევა შესარჩევი ტურების ჩვენებისას არხმა ქრონომეტრაჟის გამო ვერ მოახერხა ყველა იმ კონკურსანტის წარდგენა, რომლებმაც ჟიურის თანხმობით შოუს მომდევნო ეტაპზე მიიღეს "საგზური", რამაც ბევრი კითხვა გააჩინა. კითხვების საპასუხოდ, "ნიჭიერის" გვერდი "ფეისბუქზე" აქვეყნებს კონტრაქტის პირობებს, რომელსაც ტელევიზია "ნიჭიერის" კონკურსანტებთან აფორმებს.

"ხშირად გვეკითხებიან თუ რატომ ვერ მოხვდა ამა თუ იმ კონკურსანტის გამოსვლა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აგვეხსნა ჩვენი გვერდის მომხმარებლებისთვის ეს საკითხი:

რეალურად, კასტინგზე მოდის ძალიან ბევრი კონკურსანტი და ყოველი მათგანის გამოსვლის ჩვენება, ფიზიკურად არ იქნებოდა შესაძლებელი პროექტისათვის გამოყოფილი საეთერო დროის ფარგლებში (იმის მიუხედავად, გადავიდნენ ეს კონკურსანტები შემდეგ ეტაპზე თუ არა, და ჟიურის რამდენმა წევრმა უთხრა "კი"). ამიტომ, პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილების მიხედვით, ეთერში ხდება მხოლოდ იმის ჩვენება, რაც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიას აქვს გადაღებული მასალის სურვილისამებრ გამოყენების (და არ გამოყენების) უფლება, მითითებულია კონკურსანტების კონტრაქტებში - ამ სახით, ეს ინფორმაცია, მიეწოდება ყოველ მათგანს.

რაც შეეხება პროექტის მეორე , ე.წ. "გადარჩევის" ეტაპს, რომელსაც იცნობთ წინა სეზონებიდან და რომელის ჩანაწერსაც იხილავთ მეექვსე ეპიზოდში:

მისი მთავარი ფუნქციაა, მისცეს ჟიურის საშუალება ყველა, შემდეგ ეტაპზე გადასული კონკურსანტიდან, აარჩიოს 40 საუკეთესი მონაწილე, რომელიც მოხვდება პროექტის ნახევარფინალში. გადარჩევის ეტაპის არსებობა ერთნაირ პირობებში აყენებს ყველა იმ კონკურსანტს, რომელსაც უთხრეს "კი". ყველა კონკურსანტის გადასვლის ან არ გადასვლის საკითხს, ამ ეტაპზე, წყვეტს ჟიური. შემდგომში მონაწილეების ნაწილს იბარებენ გადაღებაზე, ხოლო ნაწილს ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებენ ტელეფონის საშუალებით. იქნება თუ არა მონაწილე ამ ეტაპის გადაღებაზე, არ არის გადამწყვეტი, და ამიტომ რომელიმე კონკურსანტის დასწრება ან არდასწრება არის უბრალოდ პროექტის საორგანიზაციო საკითხი, რომელსაც პროდიუსერების გუნდი წყვეტს სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის კონკურსანტების ინტერესიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ნიჭიერმა" გამოაქვეყნა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები