"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის

"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის

"რუსთავი 2 ბოდიშს იხდის თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა ნანუკას შოუში უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა, ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას. ტელეგადაცემა ნანუკას შოუ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან რუსთავი-2-ის ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მის განცხადებას დროულად და ეფექტიანად განვიხილავთ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის", - ნათქვამია რუსთავი 2-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ნანუკა ჟორჟოლიანს იეღოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები