"ბიზნესკურიერის" სკანდალური ეთერი - გოგიჩაიშვილმა რესპოდენტს "დაკითხვა" მოუწყო

"ბიზნესკურიერის" სკანდალური ეთერი - გოგიჩაიშვილმა რესპოდენტს "დაკითხვა" მოუწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "ბიზნეს კურიერში" სტუმრობისას უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა მას ვიქტორინაზე პასუხების გაცემა შესთავაზა, რომლითაც შეძლებდა გაერკვია, აქვს თუ არა ახალ ხელმძღვანელს შესაბამისი განათლება ტურიზმის სფეროში.

კითხვებზე პასუხის გაცემა ჩოგოვაძემ არ ისურვა და განაცხადა, რომ სტუდიაში საკუთარი პროგრამის წარსადგენად იყო მისული და არა საახალწლო ფორმატის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. წამყვანსა და რესპოდენტს შორის კინკლაობა თითქმის 7 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ, მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გოგიჩაიშვილმა ჩოგოვაძესთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები