"ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად" - როდის აპირებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქორწილის გადახდას

"ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად" - როდის აპირებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქორწილის გადახდას

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი კოდუასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება და ქორწილს წყვილი ერთად ყოფნის 10 წლისთავზე, წელიწადნახევარში გეგმავს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ქორწილი აუცილებლად საქართველოში შედგება.

ფრაგმენტი ინტერვიუდან:

ნანუკა ჟორჟოლიანი: ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 45 წლის ასაკში. მინდა, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ველოდები ჩემი და ირაკლის 10 წლის იუბილეს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.

"თბილისელები": 10 წლის აღსანიშნავად ქორწილს ხომ არ გეგმავთ?

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვაპირებ და, გვინდა, რომ ზუსტად 10 წელს დავამთხვიოთ. ჩვენ ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ვართ, მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად (იცინის). თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საინტერესოდ ხელი მასაც არ უთხოვია. უბრალოდ - "გამომყევი ცოლად" არ მომწონს. თუ რამე საინტერესოს მოიფიქრებს, იმ შემთხვევაში გავყვები ცოლად. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს მოსაფიქრებლად (იცინის).  ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება, თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, არ გამოვრიცხავ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები