მამუკა ღლონტი "მაესტროდან" წავიდა - "ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ პირველ დამფუძნებლებს"

მამუკა ღლონტი "მაესტროდან" წავიდა - "ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ პირველ დამფუძნებლებს"

"მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია დატოვა. მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ღლონტი ტელევიზიაში მის კუთვნილ წილს კომპანიის პირველ დამფუძნებლებს სრულიად უფასოდ გადასცემს და იმისთვის, რომ მის განცხადებას რაიმე ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ერთი წლის წინ, მაგრამ მეგობრების ხათრით (რომლებმაც მთხოვეს ერთი წელი ეს არ გამეკეთებინა) გადავდე აქამდე. მოკლედ მე გავდივარ "მაესტროს" მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებს.

უზარმაზარი მადლობა მათ 20 წლიანი პარტნიორებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს პარტნიორს მაკა ასათიანს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს კოტე გოგელიას, რომელთა როლი "მაესტროს" ისტორიაში განუზომელია. რატომ მივდივარ მაესტროდან? იმიტომ რომ დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, "ტვ სახელოსნო მაესტრო". იმედი მაქვს, რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზიო პროდუქტებს. ვიცი რა რომ ჩემს ამ განცხადებას შესაძლოა მოჰყვეს ინტერპრეტაციები, გთხოვთ ნუ მოძებნით შავ კატას ბნელ ოთახში მითუმეტეს როცა ის იქ არ არის მომავალ სატელევიზიო შეხვედრამდე", - წერს მამუკა ღლონტი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები